To content | To menu | To search

კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ

ელენე უგრეხელიძე

კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ _ ასეთი სახელწოდებისაა ზრდასრულთა დღის ცენტრი, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და ჰოლანდიური ფონდის “კორდაიდის” ხელშეწყობით 2006წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტთან დაარსდა. კავშირში ამჟამად ხუთი ბენეფიციარია, აქედან ოთხი ინტენსიურად დადის დღის ცენტრში. card_one_470x470.jpgცენტრის ხელმძღვანელის, სოციალური თერაპევტის, მაიკო რუსიტაშვილის თქმით, კავშირის მთავარი ამოცანა უნარშეზღუდული ზრდასრულების დასაქმებაა.

მაიკო რუსიტაშვილი: ამ სახელოსნოს დაარსებას წინ უძღვოდა კვლევა. გავიგეთ, თუ რა სჭირდებოდათ ას ფაკულტეტის სტუდენტებს ყველაზე მეტად. ეს იყო ქსეროქსი და საკანცელარიო ნივთები. შევიძეინეთ ქსეროქსის აპარატი და დავიწყეთ მუშაობა. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ეს სახელოსნო იქნებოდა პრაქტიკის ადგილი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

კავშირს ჰოლანდიური ფონდი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში აფინანსებდა. მაიკო და კავსირის წევრები ერთი წელი აკეთებდნენ ბლოკნოტებს და სხვა საკანცელარიო ნივთებს. შემოსავალი რჩებოდათ ასევე ქსეროქსიდანაც. ერთი წლის შემდეგ ჰოლანდიურმა “კორდაიდმა” უარი თქვა დაფინანსებაზე. ერთი წელი მაიკო და მისი ორი თანამშრომელი უხელფასოდ მუშაობდენენ.

მაიკო: ახლა დამოკიდებული ვართ ქსეროქსის ძალიან მცირე შემოსავალზე და იმ მიზერულ თანხაზე, რომელსაც კავშირის წევრების მიერ დამზადებული ნივთების გაყიდვიტ ვშოულობთ. სადილისთვის და კომუნალური გადასახადებისთვის ასე თუ ისე გვყოფნის. ახლა გადავედით გაცილებით იაფფასიან წარმოებაზე, საქმიანობა შევიცვალეთ, თუმცა ისევ ქაღალდთან გვაქვს საქმე. მეორადი ქაღალდისგან სამკაულებს ვამზადებთ. მეორადი ქაღალდი გამძლეობით არ ჩამოუვარდება თიხას და გაცილებით მჩატეა მასთან შედარებით. ვაწყობთ გამოფენა-გაყიდვებს წელიწადში სამჯერ და ვყიდით ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას.

სანდრო შოთაშვილი ზრდასრულთა დღის ცენტრის ერთ-ერთი წევრია. მას ძალიან უხარია “სამსახურში” სიარული.

სანდრო: მე დოლიძეზე ვცხოვრობ. ვაკეში სახლიდან ფეხით დავდივარ, იმიტომ რომავტობუსების მეშინია.

მაიკო: სანდრო ფეხზე მყარად ვერ დგას. ერთხელ ძალიან ცუდი ამბავი შეემთხვა ავტობუსთან დაკავშირებით. გაჩEრებაზე ვიდექით და როცა ავტობუსის კარი გაიღო, სანდრომ ერთი ფეხი ააბიჯა და ამ დროს ავტოუსი დაიძრა. ბავშვმა კინაღამ ფეხი მოიტეხა. შემდეგ ჩამოსვლისას, მე რომ ჩამოვედი, სანდროს ვეშველებოდი და კიდევ დაიძრა ავტობუსი. სანდრო თავზე დამეცა.. :-) ნამდვილი კოშმარი იყო. მას მერე ეშინია სანდროს ავტობუსების.

ბიჭების დღე 10ზე იწყება. ვინც პირველი მოდის ჩაიდანს ადუღებს და სხვეს ელოდება. შემდეგ ყველა ერთად ჩაის და ყავას გეახლებათ. სანდროს საყვარელი საქმე მძივების კეთებაა. თაზო ჩხობაძე ცენტრში ყველაზე ყურადღებიანი და მზრუნველია. მას ძალიან მოსწონს, როცა ვინმეს ყავას ან ჩაის უმზადებს. კარგად გამოსდის ასევე ჭურჭლის რეცხვაც.

გიორგი კირთაძე და გიორგი გაბაშვილი ერთად ცხოვრობენ. მათ ორგანიზაცია “პირველმა ნაბიჯმა” ბინა აჩუქა, სადაც ისინი დედობილთან ერთად ცხოვრობენ. ბიჭები არასდროს ჩხუბობენ და ყოველთვის სიხარულით აკეთებენ საყვარელ საქმეს.

მაიკო: ყოველი დღის ბოლოს ბიჭები თავიანთი ხელით დღიურში ჩანაწერებს აკეთებენ. დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს დაწვრილებით აღნუსხავენ.

მაიკო ყოველდღე ბიჭებთან ერთად მაღაზიაში დადის. სადილისთვის პროდუქტს ყიდულობენ. მაიკო ამბობს რომ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ძალიან ცოტა ბენეფიციარი ყავთ. ამის მიზეზი კი ტრანსპორტის უქონლობაა. მაიკო: ბევრი ბავშვი იყო ჩვენთან მოსული, თუმცა მალევე მიგვატოვეს, რადგან ტრანსპორტით ვერ ვემსახურებოდით. ძალიან ძნელია ამ ადამიანებისტვის დამოუკიდებლად ქუჩაში მოძრაობა. გარდა ამისა ხანდახან სასეირნოდ გვიწევსხოლმე გასვლა.

თაზო: ერთხელ მზიურში ვიყავით.... კიდევ პირველი კორპუსის ბაღში ჩავდივართ ხოლმე... მაიკო: ეს ყველაფერი სირათულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ბიჭებს სიარული უჭირთ. 26 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის დღე იყო. მაიკო და სანდრო ამ დღეს ბუკიას ბაღში აქციას შეუერთდნენ. შეხვდნენ სხვა უნარშეზღუდულ ადამიანებს და დაარიგეს ბუკლეტები. სანრდო ძალიან ნასიამოვნები იყო ამ დღით და სიხარულით მიყვებოდა თუ რა გადახდა ბაღში ყოფნისას.

ბიჭების სამუშაო დღე 4-ზე მთავრდება. ისინი ერთმანეთს ხვალემდე ემშვიდობებიან და სახლისკენ მიიჩქარიან.

ბოლონიის პროცესი – ,,გაყიდვების ხანა" ფრანგულ უნივერსიტეტებში

კლერმონტ–ფერალდი, საფრანგეთი.

ავტორი: მარია გარსია გომეზი (Maria Garcia Gomez) )

თარგმნა ნინო გოგუამ

საფრანგეთი გაშმაგებულია. აღშფოთება ბოლონიის პროცესის გარშემო შეიქმნა, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა და ,,პრივატიზაციის" წინააღდეგ სტუდენტების განწყობამ დაამძიმა. ისინი შიშობენ, რომ მათი მომავალი ,,შემცირებული ფასების" შესაბამისი იქნება. ჩვენ კლერმონტ–ფერალდში მოვსინჯეთ წყალიeducation-bologna-process-sales-time-in-french-universities-bologna-process-education-protests-clermont.jpg

კლერმონტ–ფერალდის საკლასო ოთახებსა და დერეფნებში – ქალაქის, რომელიც საფრანგეთის შუაგულში მდებარეობას და მიშელინის და ცენტრალური პარტიის ყოფილი პრეზიდენტის დაბადების ადგილია, საფრანგეთის განათლების და მეცნიერების მინისტრი ვალერი პეკრესე მახვილგონივრულად საუბრობს ახალ კანონზე. მინისტრს იმედი აქვს, რომ ,,ვალერის კანონად" წოდებული კანონს დაუყოვნებლად ექნება შედეგი. ახალი კანონის შედეგად მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ბოლონიის პროცესში ჩართულ უნივერსიტეტებს სრული ავტონომია გადაეცემათ არა მარტო ბიუჯეტის, არამედ ადამიანური რესურსების მართვის მხრივაც. ეს კი ნიშნავს, რომ კერძო ბიზნესებს მიეცემათ საშუალება, დააფინანსონ კვლევები, ხოლო უნივერსიტეტების დეკანებს ექნებათ უფლება, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება დაქირავებულების შრომის გრაფიკისა და პროფესორებისა და მკვლევარების ოდების შესახებ.

ყველა დეკანი მომხრეა!

ფილიპ დულბეკო, კლემონდ-ფერალდის აუვერნიას უნივერსიტეტის დეკანი ადასტურებს, რომ კანონი, რომელიც ფრანგულ უნივერსიტეტებში 2009 წლის იანვარში შევიდა ძალაში, სასწავლებლებს მისცემს საშუალებას, თავად აირჩიონ საკუთარი განვითარების გზა. ,,ჩვენ ვგეგმავთ, ინვესტიცია ჩავდოთ კვლევებსა და პროფესორებში, მობილურ პროგრამებსა და ისეთ დიდ ბიზნესებთან ურთერთობის გამყარებაში, როგორებიცაა რუმინეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ჩინეთში. რესურსების მენეჯმენტიც გაადვილდება. როგორც უნივერსიტეტის ,,მომავალ დესპანებს", სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობების გაცილებით დიდი არჩევანი. საბოლოოდ კი ეს მათ სამუშაოს პოვნასა და მთლიანი კარიერის განმავლობაში დაეხმარებათ.7755.jpg

კლერმონტ-ფერალდის ბლაის პასკალის უნივერსიტეტში სიტუაცია ცოტა განსხვავებულია - ყველა სუნთქვაშეკრული უცდის კანონის ამუშავებას. დეკანის დადინ ლავინგოტის თქმით: " ევროპის არენაზე განათლება დიდ ძვრებს და ძირეულ ცვლილებებს განიცდის, რაც ბოლონიის პროცესის ნაყოფია. ნორმალურია, რომ ახალშემოღებულმა კანონმა გაუგებრობები გამოიწვია".

"ჩვენ საქმე გვაქვს კანონთა, რომელიც ხალხს ადარდებს, რამდენადაც იგი გულისხმობს დეცეტრალიციას, სწრაფ და ძირეულ ცვლილებებს. შეიძლება ამ პროცესის ყველაზე დიდი უპირატესობა არის შესაძლებლობა, გარედან დეტალურად გაანალიზო უნივერსიტეტის მოქმედებები და მენეჯმენტი" აღნიშნავს ლავინგოტი. ორივე უნივერსიტეტის დეკანი თანხმდება, რომ კვლევა, მობილურობა და ცოდნის გაცვლა არის სფეროები, სადაც დაუყოვნებელი მოქმედება აუცილებელია და სწორედ ეს სეგმენტები მიიღებს ყველაზე მეტ საბიუჟეტო დაფინანსებას. სტუდენტები საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან.

ახალი რეფორმებითა და საგანამათლებლო ცვლილებების გამო მთელი საფრანგეთის მასშტაბით შექმნილი შფოთვა,ძირითადად ბალიკელი სტუდენტების გამო, ორივე უნივერსიტეტის დერეფნებში ისმის.

ორი სტუდენტური ასოციაცია უჩივის ,,წყეულ კანონთან" მიმართებაში საკუთარ უძლურებას. ფლორენტ ნარანჯო, იუნისეფის ( UNISEF ) მთავარი სტუდნტური გაერთიანების წევრი, ზიზღით საუბრობს საჯარო სერვისების პრივატიზაციაზე: ,,განათლება პრივილიეგია არაა. ეს ფასდადუდებელი სერვისია ყველასთვის! ამბობს იტოერიის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც წინა პლანზე წამოსწევს ახალი კანონის ნეგატიურ მხარეებს, რამდენადაც ცვლილებები უნივერსიტეტის მოქმედი თანამრშრომლების უკმაყოფილებას იწვევს.

იგივე მიზნით, თუმცა ოდნავ განსხვავებული მიდგომით, კლერმონტ-ფერალდის სტუდენტების გენერალური ასოციაციის სტუდენტი სიმონ ვერნეტი გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერი შემოთავაზებისთვის, რომელიც სტუდენტური გაზეთ-ის სარედაქციო ჯგუფის წევრია.

სიმონი კომუნიკაციების ჩამოშლას ამჩნევს და განმარტავს, რომ AGEC-ის მიზანია დიპლომატიური გზით გამოხატოს კონტრუქციული კრიტიკა და მხარი დაუჭიროს დიალოგს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშავოს ყველა მხარემ ერთად ამ კატასტროფულ სიტუაციაში. ბევრი სტუდენტი და ლექტორი ეხმაურება ამ პოზიციას და აფრთხილებს ხალხს რომ ისინი ხარისხის დავარდნისკენ მიექანებიან და ფაკულტეტების დაფინანსების შემცირება გამოიწვევს უნივერსიტეტებში შტატისა და პროფესორების რაოდენობის შემცირებას"



პროტესტი ,,ევროპულ თეფშში"

აქამდე ბერძენი, ესპანელი და იტალიელი სტუდენტები გამოხატავენ რეფორმის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს. ახლა საფრანგეთის ჯერია და მან ახალი 2008 წელი ისე აქტიურად დაიწყო, როგორც არასდროს. პროტესტი, რომელიც ბერძენ სტუდენტებმა სისტემის წინააღმდეგ აქვთ, გამოხატავს იმედგაცრუებას თავიანთი პროფესიულ მომავალთან და იმ მოლოდინებთან მიმართებაში, რასაც უნივერსიტეტისგან ელოდნენ. ესპანეთში საზოგადოების პროტესტმა აიძულა პრეზიდენტი – ხოსე ლუის ზაპატერო – პროგრამაში ცვლილება შეეტანა და სტიპენდიების რაოდენობა გაეზარდა. 7754.jpg 10 თებერვალს ფრანგი პროფესორები და მკვლევარები შეუერთდნენ ,,პეკრესის" რეფორმის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს მინისტრმა პროექტის შესწორების შესახებ გააკეთა განცხადება. ქუჩებში გამეფებული არეულობა ყველაფრის მთქმელია: მინისტრის სიტყვებს არ დაუჯერეს, მათ მაინც, ვინც პროტესტის გამოხატვას განაგრძობს – დაახოებით 40-100 ათასი ადამიანი – რომლებიც პარიზის, ლეონის, გრენობლის და კლერმონტ–ფერალდის ქუჩებში გამოვიდა. კლემონტ–ფერალდში უნისეფის განცხადებით, ეს 29 იანვარს ორგანიზებული პროტესტი მისაღებია, ისევე როგორც ყველა მისი მომდევნო, რადგან სტუდენტებს აქვთ უფლება, იბრძონონ საკუთარი მომავლისთვის,რომლის " ფასიც მცირდება". რაც საჭიროა, ესაა მინისტრსა და პროფესორებს შორის მედიაცია, რის შედეგადაც ახალი საკანონმდებლო ტექსტი შემუშავდება.

სტატიის ორიგინალი http://www.cafebabel.com/eng/article/28859/bologna-process-education-protests-clermont.html

ბავშვთა შრომა – დიდი პრობლემის ერთი რგოლი

ნათია გულიაშვილი

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოში ამ თარიღს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გამოეხმაურა და ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის ქუჩის ბავშვთა სახლის ბავშვებისთვის მთაწმინდის პარკში აქცია მოაწყო. აქცია World Vision-ისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.child-labor-india88_26.jpg

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვთა შრომა ეს არის შრომა, რომელიც აზიანებს ბავშვს, მის კეთილდღეობას, განვითარებას და მომავალს, ზოგადად. ბავშვთა შრომა წყვეტს ბავშვებს თავიანთი ბავშვობიდან, ვნებს მათ პოტენციალს და ნაყოფიერებას.

კანონის თანახმად 16 წლამდე ბავშვების შრომა დაშვებულია მხოლოდ დღეში რამდენიმე საათით, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება და განათლების მიღებაში ხელი არ ეშლება. თუმცა, სამწუხაროდ ხშირია ოჯახში ბავშთა შრომის გამოყენების ფაქტები, რის გამოც მოსწავლეები სკოლას აცდენენ, ეს კი მათ ჩამორჩენას იწვევს. childlab.bmp

საქართველოში ეს თემა სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან საკმაოდ მარგინალიზებულია. საერთაშორისო შრომის ორგანიაზაციის მიერ ჩატარებული ბავშვთა შრომის კვლევის მიხედვით კი, საქართველოში ბავშვთა 10.56% ასრულებს მათი ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოს. 7დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა 7.26 % მუშაობს 14დან 43 საათამდე კვირაში, 0.5 % მუშაობს 43 საათზე მეტს კვირაში.

ამ კვლევამ აგრეთვე აჩვენა მაღალი უარყოფითი კორელაცია ბავშვთა ეკონომიკურ აქტივობებში ჩართულობასა და სკოლაში დასწრებას შორის. რაც უფრო ბევრ საათს მუშაობენ ბავშვები კვირაში, მით უფრო ნაკლებად დადიან ისინი სკოლაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “save the children”-ის მიერ 2009 წლის 15 აპრილს გამოქვეყნებულ რაოდენობრივ კვლევაში (რომელიც საქართველოს 4 დიდ ქალაქში ჩატარდა) აღნუშნულია, რომ აღრიცხული დაახლოებით 1500 ბავშვიდან, ქუჩაში გამოსვლის ძირითად მიზეზად ისინი ოჯახურ პრობლემებს ასახელებენ : ეკონომიკური სირთულეები (სიღარიბე, უმუშევრობა, უსახლჯარობა და ვალები), ასევე ალკოჰოლიზმი/ოჯახური ძალადობა, მშობლების გარდაცვალება და სხვა.

პროექტი “Life” კი ორგანიზაცია “World Vision”-ის ინიციატივით 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს ორ ქალაქში, ქუთაისსა და ბათუმში. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ბენეფიციარი ბავშვების და რისკის ქვეშ მყოფი მოზარდების რაოდენობა 3000-ს აღემატება.

შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე კუთხით ინტერვენცია: ქუჩის ბავშვების და მათი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ოჯახში ძალადობას არ აქვს ადგილი და პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობაა, იმის გამო, რომ არ მოხდეს ბავშვის დაკავება ასაკისთვის შეუფერებელი საქმიანობით, პროექტი უნდა დაეხმაროს მშობლებს დასაქმებაში.

img_1326.jpgუნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივები პრობლემის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ეხება და ბუნებრივიცაა, რომ ვერ მოიცავს იმ კომპლექსურ ჯაჭვს რაც ბავშვთა შრომას, ექსპლუატაციას, ტრეფიკინგს, განათლებაზე ხელმიუწვდომლობას და სხვა უამრავ კომპონენტს ეხება. ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩართვა.

როგორც “save the children”- ის ერთერთი პროექტის კოორდინატორი, ნინო ნუცუბიძე, გვეუბნება, სახელმწიფომ ამ პროცესში მონაწილეობა არამარტო ფინანსურად უნდა გამოხატოს, არამედ მან უნდა შეიმუშაოს გარკვეული ინსტიტუციური პოლიტიკა ბავშვთა უფლებების დარღვევის პრობლემების გადასაჭრელად.

World Press Photo – პირველად საქართველოში

ნათია გულიაშვილი

ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გაზაფხულის სეზონის მიწურული. თბილისს მსოფლიო პრესის ფოტო 3 კვირიანი გამოფენით ესტუმრა. საქართველოში ესWorld Press Photo-ს პირველი ოფიციალური გამოფენაა, რომელსაც თბილისის გარდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში დაახლოებით 2 მილიონი დამთვალიერებელი იხილავს. პროექტის ორგანიზატორი “საქართველოს ბანკი” გახლდათ და სწორედ მის კუთვნილ კლუბ24-ის შენობაში გამოიფინა 2008 წლის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ათობით ფოტო. post-186-1240947806.jpg

მსოფლიო პრესის ფოტო ( World Press Photo) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1955 წელს დაარსდა, როცა პორველად 24 ქვეყნის ფოტოგრაფებმა განვლილი წლის მოვლენების ამსახველი საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო კონკურსში წარადგინეს. აქედან მოყოლებული, კონკურსი ყოველ წელს იმართება.

2008 წელს მასში 124 ქვეყნის ასობით ფოტოგრაფი ათ ნომინაციაში მონაწილეობდა: ახალი ამბები, ზოგადი ახალი ამბები, ხალხი ახალ ამბებში, თანამედროვე საკითხები, ყოველდღიური ცხოვრება, სპორტი, სპორტის ახალი ამბები, პორტრეტები, ხელოვნება და გართობა, ბუნება. თუმცა ამ ნომინაციებში გამარჯვებულების გარდა, არის გამორჩეული ნომინაცია _ წლის მსოფლიო პრესის ფოტო, რომელიც მხოლოდ ერთი ავტორის ნამუშევარს გულისხმობს. IMG_6901.jpg

წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხუთივე კონტინენტის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ნამუშევრები, რომლებიც გასული წლის ყველაზე მთავარ მოვლენებს ასახავს: გლობალური ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში, პრეზიდენტის არჩევნები და საარჩევნო პროცესი აშშ-ი, ოლიმპიური თამაშები პეკინში, რუსეთ-საქართველოს ომი აგვისტოში, მიწისძვრა ჩინეთში (სე ჩუანის პროვინციაში), გამორჩეულ კულტურული და სოციალური მოვლენები მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მსოფლიო პრესის ფოტოში საქართველოს თემა პოლიტიკურად დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით, ახალი ამბებისა და ზოგადი ახალი ამბების ნომინაციებში.

მაგალითად, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უკრაინელი ფოტოგრაფის გლებ ბარანიჩის გორში გადაღებული ცნობილი ფოტო _ მტირალი მამაკაცი, რომელსაც ხელში 9 აგვისტოს დაღუპული ძმის ცხედარი უჭირავს. აგრეთვე ფოტოსერია ომის შემდგომ ცხოვრებაზე ცხინვალში, კარალეთსა და გორში, რომლებიც ნომინაციებში `ადამიანები ახალ ამბებში~ მეორე პრემიით აღინიშნა. fffffffffff.bmp

World Press Photo მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც თანაბრად აინტერესებს როგორც ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე ტურისტებს და ფართო პუბლიკას. გამოფენა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობენ ფოტოჟურნალისტები და როგორ გვაწვდის პრესა ახალ ამბებს.

“როგორ შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ფოტოჟურნალისტიკა კვდება? სიმართლე ისაა, რომ ფოტოჟურნალისტიკა ახლა უდიდესი გამოცდილების პერიოდს გადის მზარდი ბაზრების და კულტურის, ასევე მედიის ახალი ფორმების წარმოშობის პირობებში ” – World Press Photo 2009 ჟიურის თავმჯდომარე, მარიანა გოლონი.

BRITFEST 2009 - კულტურის ხიდი: საქართველო-ბრიტანეთი

ნათია გულიაშვილი

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ექსპერიმენტულმა დარბაზმა წელს მეოთხედ უმასპინძლა ბრიტანული ფილმების ფესტივალს – BRITFEST. britfest.bmp ფესტივალი საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს, საქართველო კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და რუსთაველის თეატრის მხარდაწერით იმართება. იდეის ავტორი და ორგანიზატორი კი არაკომერციული, მოყვარულთა ჯგუფისგან შემდგარი ქართულ-ბრიტანული კულტურის პლატფორმაა, რომელმაც BRITFEST-ს 2006 წელს ჩაუყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად არ ღალატობს ტრადიციას: გააცნოს საზოგადოებას წლის საუკეთესო 5 ბრიტანული ფილმი.

ორგანიზაციის მიზანი კი, ქართულ ბრიტანული კულტურების დაახლოება და ქართველ და ბრიტანელ ხელოვანთა ურთიერთობის ხელშეწყობაა. ფესტივალს საპატიოს პატრონაჟს რუსტაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი რობერტ სტურუა უწევს.

“ფილმებმა, რომელსაც ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ, უკვე შეძლო მსოფლიო ფესტივალების შემოვლა და პრემიების მიღება კანში, ბერლინში, ვენეციაში და ა.შ. ჩვენ ამ შეფასებების მიხედვით ვაკეთებთ არჩევანს ” - გვითხრა ორგანიზატორმა სოფო ვეკუამ .

l_2ac1871aff2141b3b44a6f334a14f2a0.jpg

ეს ფილმები მხოლოდ DVD ფორმატით ჩამოდის. მათ შორის ისეთებიცააა, რომელითა ჩვენების უფლება ამიერკავკასიაში მხოლოდ საქართველოს აქვს, რაც ორგანიზატორის თქმით, რობერტ სტურუას დამსახურებაა. მას პროდიუსერები პირადად უგზავნიან საფესტივალო ფილმებს.

ამის გამო, მკაცრად განსაზღვრულია ფესტივალის ფორმატიც, BRITFEST-ი არაკომერციულია და შეზღუდულია მასზე დასწრებაც, ანუ მოსაწვევები ძირითადად კინემატოგრაფიაში მოღვაწე ადამიანებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტეზე გაიცემა. რაც ფესტივალის ალბათ ერთადერთი უარყოფითი მხარეა.

ბრიტფესტზე წარმოდგენილი ფილმების წლევანდელ პროგრამას, შეიძლება ითქვას, ერთგვარი დრამატურგია ჰქონდა. პირველი დღეები საკმაოდ მძიმე ფილმებით დაიწყო და ოპტიმისტურად დასრულდა.

l_77cf23d123ff4baa9743d557336cd48d.jpg

ფესტივალი გახსნა შეინ მედოუსის ფილმმა “ეს ინგლისია” , რომლემაც BAFTA Awards 2007 -ზე საუკეთესო ბრიტანული ფილმის წოდება მოიპოვა. ამას მოჰყვა სტივ მაქკუინის “შიმშილი” და სოლ დიბის "ჰერცოგი ქალი". მეოთხე დღეს ჯონ ქროულის "BOY A" იყო ნაჩვენები, ფილმს 2008 წლის BAFTA Awards -ის მთავარი პრემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესიტვალის სპეციალური პრიზი და ბრიტანული ფესტივალის “ოქროს ჰიჩკოკი” აქვს მოპოვებული.

ფესტივალი 5 ივნისს მაიკ ლის უკანასკნელმა შედევრმა დახურა, ფილმის სახელწოდებაა "იარე არხეინად." რეჟისორის ფილმების ერთერთი მთავარი თემა ყოველთვის არის მწვავე სოციალური ფონი და ამ ფონზე განვითარებული ადამიანების დრამა. "იარე არხეინად" ერთი შეხედვით მსუბუქი კომედიაა, თითქოს უდარდელი მთავარი გმირით. რომელიც არასოდეს კარგავს იმედს და ნებისმიერი მოვლენიდან რაღაც პოზიტიურს იღებს. kadri_filmidan_happy-go-lucky.jpg

"მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ხედვა სამყაროსი, ჩვენთვის - ქვეყნისთვის, რომელიც ორ უკიდურესობაშია: მოვლენებს ხედავს ან ძალიან პირქუშ, ან პირიქით, გადაჭარბებულ და ილოზიურულ ფერებში", - ამბობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, - "უცნაურია, თითქოს ქართველებს სილაღე ჭარბადაც კი გვაქვს, მაგრამ ამ დროს, როცა ვხედავ, თუ როგორც წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას, ჩანს - ძალიან გვაკლია ეს. სილაღე არ გამორიცხავს კრიტიკულ ხედვას, რაც აშკარად წარმოაჩინა ამ ფილმში რეჟისორმა".

ქართულ-ბრიტანული კულტურის პლატფორმა სამომავლოდ ფესტივალის გაფართოებას გეგმავს, ბრიტფესტი სექტემბრის თვეში ჯერ BRITFEST-SEASIDE-ის სახელით ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოვა, დეკემბრის თვეში, უკვე პროფესიული ფორმატით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს შეუერთდება, ბოლოს კი, წლევანდელი პროგრამით აზერბაიჯანში, ერევნის საერთაშორისო ფესტივალს ესტუმრება.

11 months later

Zviad Natadze has been living in Tserovani from January 2009. Zviadi had to finish his last 12th class in city Mtskheta, because of the war between Georgia and Russia. He doesn’t want to continue studding. Generally he’s doing sport, he goes in gym in Tbilisi, but doesn’t pay for this. The owner of the gym knows that he’s refugee.zviadi belives, that someday he will return in Akhalgori. When? – He has no idea, but does anybody have?

Continue reading ...

11 თვის შემდეგ

მარიტა შიხაშვილის რეპორტაჟი წეროვანის დასახლებიდან

ზვიად ნათაძე/ ახალგორიდან დევნილი

იანვრიდან ცხოვრობს წეროვანში. ბოლო, მე-12-ე კლასის დამთავრებამ ომის გამო მცხეთაში მოუწია. სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, ამბობს, რომ ჩაბარება არ უნდა. ძირითადად სპორტითაა დაკავებული. თბილისსში, ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. საფასურს არ ახდევინებენ. იციან, რომ დევნილია.

სჯერა, რომ დაბრუნდება ახალგორში. როდის- არ იცის. ვინმემ იცის კი?Picture_070.jpg

წეროვანში, სადაც ახლა ცხოვრობს, გასართობი არაფრერია. ყოველ დღე ერთიდაიგივე ერთფეროვნება. Aახალგაზრდებმა მოედანი გააკეთეს, მოედანს სტადიონი დაარქვეს და იქ თუ ითამაშებენ ხოლმე ფეხბურთს. კიდევ საღამოობით იკრიბებიან და უბრალოდ საუბრობენ. ეს არის და ეს. ზვიადი ფიქრობს, რომ წეროვანში ვერ იცხოვრებს მუდმივად, მაგრამ, სად წავა, არ იცის ზუსტად.

გიორგი/ დიდი ლიახვის ხეობა

გიორგი ჯერ სკოლის მოსწავლეა, მე-10-ე კლასში სწავლობს, ჰყავს დედა და და. Mმამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. თბილისში 56-ე სკოლაში დადის. წესით ყოველ დრე უნდა მიდიოდეს, მაგრამ სიშორისა და ისახსრობის გამო ყოველ დღე სიარულს ვერ ახერხებს. მისი და მე-8-ე კლასის მოსწავლეა, ერთ სკოლაში სწავლობენ. სახელმძღვანელოების ნაწილით ორივენი სახელმწიფომ უზრუნველყო, მაგრამ არასრულად.

გიორგი ჭიდაობს. ისიც უფასოდ, როგორც ზვიადი. მიზეზი კარგად ნაცნობია – სახელმწიფოსგან რაიმე შეღავათები არ მიუღიათ.

ია და ნონა გიგაურებიც ახალგორიდან არიან დევნილები. მთელ დღეებს სახლში ატარებენ. `ოჯახის საქმეს თუ გავაკეთებთ და თავს მოვუვლით, მეტს ვერაფერს ვაკეთებთ”,- ასე მითხრეს. სკოლა დაამთავეს, სწავლის გაგრძელება უნდათ, მაგრამ ამისთვის ელემენტარული საშუალება არ გააჩნიათ.

ამერიკული პროგრამა `განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში შეავსეს ანკეტა და განაცხადიც შეიტანეს. ახლა პასუხს ელოდებიან. ეს პროგრამა ითვალისწინებს 18-დან 25-წლამდე დევნილების პროფესიულ მომზადებას და დასაქმებას. Picture_042.jpg ახალგაზრდები სურვილისამებრ კომპიუტერის, სტილისთის და ა.შ. კურსებს გაივლაინ, რის შემდეგაც წარჩIნებულებს წეროვანის გამგეობა დაასაქმებს- ასეთია დაპირება. ახალგაზრდებიც ელოდებიან.

ძნელია, არ გესმოდეს ზვიადის, რომელიც წეროვანში დარჩენასა და ცხოვრებაზე არც კი ფიქრობს, ძალიან ძნელია, იმ დეპრესიულ გარემოს შეეგუო, რომელიც იქ ჩასულს გხვდება.

ამ ახალგაზრდებს აქტიური ცხოვრება უნდათ, რასაც ამჯამინდელი გარემო ვერ აძლევთ. ისინი დღემდე უიმედობასა და იმედს შორის ცხოვრობენ.

რა დაიწერება გაეროს რეზოლუციის ტექსტში, ობამა-მედვედევის შეხვედრა გადაწყვეტს

შორენა ხვიჩია

ჟენევის მოლაპარაკებები, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გაეუმჯობესებინა ძნელად შესამჩნევი პროგრესით დასრულებულია, თუმცა რეგიონში აშშ-ს წარმომადგენლის გაცხადებით, ჟენევის შეხვდერები ნორმალურ ნოტაზე დასრულდა და მოლაპარაკებები ივლისში განახლდება. მიხედავად ჟენევაში მომხდარი ინციდენტის, როცა რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვა, ორგანიზატორებს პროგრესის მაინც სჯერათ.obama-medvedev_002.jpg

აფხაზებმა რუსეთთან შეთანხმებთ, განაცხადეს, რომ თუკი პან გი მუნის მოხსენებაში აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს ფარგლებში იქნებოდა მოხსენიებული, მოლაპარაკებებს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. მართლაც, გაესრო გენერალური მდივნის, პან გი მუნის, ცნობილი მოხსენების(სადაც საქართველო და აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტებადაა ნახსენები) გამოქვეყნების მეორე დღესვე მოლაპარაკებები განახლდა.

ფაქტობრივად, რუსეთი კავკასიაში დასავლეთის გავლენის შესუსტებას და საზღვრების ხელახლა შეცვლას ცდილობს. მან საქართველოში უკვე მოახერხა შეეწყვიტა ეუთოს მისია(ეუთომ სამხრეთ ოსეთში თავისი მოღვაწეობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმბის თანახმად 30 ივნისს უნდა დაამთავროს). ასევე გაურკვეველია რა ბედი ეწევა გაეროს დამკვირვებლებს. გაეროს სადამკვირვებლო მისია აფხაზეთში 1994 წლიდან მუშაობს. მოსკოვსა და სოხუმს კი სურს, რომ გაერო ახალ რეალობას მოერგოს და აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტად აღიქვას

ამ რთული გარემოებისთვის გვერდის ავლის მიზნით გაერო ფიქრობს რომ 230 დამკვირვებლის(რომელიც საქართველოში 2008 წლის ოქტომბრიდან მუშაობენ) მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცობა მეტ სტაბილურობას შექმნის. და დაიწყეს კიდეც მოქმედება, როცა თებერვალში კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომლის მიხედვით ჟენევის პროცესი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ერთმანეთის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. თუმცა რუსეთი მაინც თავისას ცდილობს და საერთაშორისო ორგანიზაციებზე სხვადასხვა მექანიზმებით ზემოქმედებასაც ახდენს. გაგრძელდება თუ არა გაეროს მისია საქართველოში(აფხაზეთის ტერიტორიაზეც, .gaero_cariel.jpg როგორც საქართველოს ნაწილი), ეს საკითხი 27 მაისს ნიუ-იორკში განიხილება. ექსპერტების აზრით, რუსეთი ცდილობს დრო გაწელოს და ბარაკ ობამას რუსეთში ვიზიტს ელოდება. ობამა კი რუსეთში ჩასვას ივლისში გეგმავს, ივლისშივე იქნება მზად გაეროს რეზოლუცია.

ექსპერტების ვარაუდით, ბარაკ ობამას და დიმიტრი მედვედევის შეხვდერა(თათბირი) დიდწილად გადაწყვეტს გაეროს რეზოლუციის ტექსტს. ობამას ადგილას ბუში რომ ყოფილიყო, საქართველოს შეეძლო იმედი ჰქნოდა, რომ მის უფლებებს ვინმე წარმოადგენდა, ახლა კი ამერიკის მხარდაჭერის იმედი საქართველოს ხელიუფლების გარდა თითქმის არავის დარჩა(თავად აცხადებენ, რომ დიდი იმედი აქვთ მხარდაჭერის).

“FOX NEWS”-თვის მიცემულ ინტერვიუში სააკშვილი აბობს: “ბარაკ ობამასთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი მქონდა და უნდა ვთქვა, რომ ჩვენ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს. აშშ-მ წინა ადმინისტრაციის ვადის დასრულებამდე ჩვენ სტრატეგიული მოკავშირეები გვიწოდა. Aხალმა ადმინისტრაციამ კი დაადასტურა. ვფიქრობ, რომ ამ ადმინისტრაციას, როგორც ყველა ჩვენს მეგობარს ვაშინგტონშI ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოზე უარის თქმა ნიშნავს იმას რაც რუსეთს სურს, უარის თქმას თავისუფლების იდეაზე ევრაზიის უდიდეს ნაწილში.”(ციტატის დასასრული)

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას არ აპირებს და რუსეთთან ათასგვარ შეთანმებას გეგმავს. რუსეთსა და აშშ-ს შორის ახალი ტიპის ურთიერთობებმა კი შესაძლოა “განტევების ვაცად” საქართველო აქციოს.

შერჩევითი სამართალი

ანიტა თვაური

თბილისის ქუჩებში პროტესტის ნიშნად დადგმულ ერთ-ერთ საკანს ოპოზიციის მხარდამჭერებმა განსხვავებული ფუნქცია დააკისრეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთადერთ გამოსასვლელ კართან დადგეს და “სირცხვილის დერეფანი” დაარქვეს. ამ დერეფანში გავლა არხის ყველა თანამშრომელს უწევს, მათ აქციის მონაწილეები აცილებენ შეძახილებით “სირცხვილია”. იმის განსაზღვრა თუ რამდენადაა ეს არხის თანამშრომელთა პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება, იურისტებს უჭირთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციიაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სასამართლო პრეცენდენტის არარსებობის გამო ზუსტი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე შეუძლებელია. ”მოქალაქემ თავად უნდა გადაწყვიტოს, ილახება თუ არა მისი პატივი და ღირსება და სასამართლოს უფლებების დაცვა მოსთხოვოს.”

5 მაისის დილას “სირცხვილის დერეფანში” გამოსვლისას უკმაყოფილება გამოხატა საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის დილის გადაცემა “ალიონის” ჟურნალისტმა ნიკა ავალიანმა. აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტს შორის შელაპარაკება, საბოლოოდ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საიამ და სახალხო დამცველის აპარატმა იმავე დღეს დაგმეს ჟურნალისტზე “ფიზიკური ზეწოლა” და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდეს გამოძიება დაეწყოთ. თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ “ოპოზიციას საჯაროდ უნდა დაეგმო ეს ფაქტი. ბოდიში უნდა მოეხადა თავისი მხარდამჭერების სახელით და მოეწოდებინა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო.”

ჟურნალისტის ცემაში სამივე ეჭვმიტანილი : მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი, იმავე დღის ბოლოს დააკავეს. საპროცესო დარღვევები

“ისინი დააკავეს, როგორც ტერორისტები” _ ამბობს თამარ ხიდაშელი. მისი თქმით, ხულიგნობა ისეთი სახის მძიმე დანაშაული არაა, რომ სპეც-ოპერაციას საჭიროებდეს: “მათ შუაღამისას დაადგნენ თავზე, თითქოს სხვანაირად ვერ უზრუნველყოფდნენ დაკავებას. შეიძლებოდა მათთვის შეტყობინების გაგზავნა, დაბარება და ბრალდების წაყენება”.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილი თვლის რომ, დაკავებულები საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ და ვარაუდობს, რომ დაბარების შემთხვევაში არ გამოცხადდებოდნენ: “ტიპები იმალებოდნენ პარტიის ოფისებში და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხელს აფარებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებს. ჩვენ უნდა დაგვერეკა და გაგვეცხადებინა?”  ის ამბობს, რომ მათი დაბარება არც უცდიათ.

მეორე მხრივ, დაკავებულთა ადვოკატები მთელ რიგ საპროცესო დარღვევებზე საუბრობენ. რევაზ რევაზიშვილის ადვოკატი დოდო ნეფარიძე ამბობს, რომ რეზოს უფლებები დაირღვა, როცა ის სახლიდან საცვლების ამარა, ღამის 2 საათზე წაიყვანეს, მშობელს არ გააცნეს წაყვანის მიზეზი და არ აცნობეს ბავშვის ადგილმდებარეობის შესახებ. რევაზ რევაზიშვილის ინფორმაციით, მასზე დაკავების და პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროსაც განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა. დაკითხეს ღამის საათებში. ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვანს შუაღამისას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰკითხავენ, თუUამის გადაუდებელი აუცილებლობაა. რევაზიშვილს მხოლოდ დაკავებიდან 5 საათის შემდეგ მისცეს ტელეფონით სარგებლობის უფლება.

მელორ ვაჩნაძისა და გიორგი ონიანის ადვოკატი ნათია კორკოტაძეც იმავე საპროცესო დარღვევებს ასახელებს, რაც რევაზიშვილის შემთხვევაში იყო: “ონიანს კარი შეუმტვრიეს და საწოლიდან აიყვანეს, ხოლო ვაჩნაძეს მანქანაში ეძინა რუსთაველზე, როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე პირმა მანქანის ძალის გამოყენებით ოთხად მოკეცილი ჩატენა მანქანაში.” იურისტი თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ კანონის მიხედვით სამართალდამცავი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოს ფორმაში და დაკავებამდე პირს უნდა აუხსნას დაკავების მიზეზი. შოთა უტიაშვილი კი თვლის, რომ აქ უკანონო არაფერი ყოფილა: “ ტყუილია ეს. იტყუება თამარ ხიდაშელი თუ ამბობს, რომ პოლიციამ კაცი არ უნდა დააკავოს, თუUფორმა არ აცვია.” უტიაშვილმა კითხვაზე, თუUრატომ დაესწრო არასრულწლოვანის დაკითხვას 61-ე სკოლის მასწავლებელი, როდესაც ის მე-19 საშუალო სკოლის მოსწავლეა, გვიპასუხა, რომ არაფერი იცის ამასთან დაკავშირებით და პირველად ჩვენგან გაიგო ეს ინფორმაცია.

კათალიკოს-პატრიარქის მოწოდების შემდეგ პროკურატურამ დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა. თითოეულს დაეკისრა გირაო 2000 ლარის ოდენობით. გამოძიება გრძელდება.

წამება, არაადამიანური მოპყრობა



სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაზე საუბრობენ დაკავებულთა ადვოკატები. სამივე დაკავებულის ჩვენება ერთმანეთს გავს ისევე, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი “ვექტორის” საქსპერტო დასკვნები, რომელიც მათ ადვოკატების მოთხოვნით ჩაუტარდათ. სამივე პირის ექსპერტიზის დასკვნაში საერთო აღწერის შემდეგ წერია : “მოქ. რევაზ რევაზიშვილს/ გიორგი ონიანს/ მელორ ვაჩნაძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებათ მრავლობითი დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით შეეფარდება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.”

ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, მისი აზრით, ამ ფაქტის გახმაურება თავად დაკავებულთა მხრიდან და სახალხო დამცველის აპარატის მოწოდება საკმარისია იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს. თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის თანახმად, რომელსაც საქართველოცაა მიერთებული, წერია, რომ როდესაც ადამიანი პოლიციის დაწესებულებაში ან ციხეში ჯანმრთელი შედის და იქიდან სერიოზული დაზიანებებით გამოდის, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა ამტკიცოს და საზოგადოებას თუ სასამართლოს დაუსაბუთოს, რა დაემართა ამ პირს და დამაჯერებლად აუხსნას, რატომ აქვს ის დაზიანენები, რომლებიც მას დაკავების მომენტისათვის არ ჰქონდა.

შოთა უტიაშვილი თვლის, რომ განსხვავებები რევაზ რევაზიშვილის დაკავებისა და იზოლატორის ოქმს შორის ბუნებრივია, რადგანაც, ექიმი “კაპეზეში,” მიჰყავთ და სწორედ იქ დგება ყველაზე დეტალური და ყველაზე სანდო ოქმი. “ერთია როდესაც ადამიანს არაპროფესიანალი შეხედავს და ნახავს რა ჭირს და მეორეა როდესაც ექიმი გახდის მას და გასინჯავს. პირიქით, რომ იყოს ეგ იქნებოდა უცნაური, თორემ ასე რომ არის არაფერი ამაში უცნაური არ არის.” მისივე თქმით, გამოძიება არ მიმდინარეობს, საკითხი შესწავლილია და დადგენილი, რომ დაკავებულებზე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა. დაზიანებები მათი დაკავებისას მცირე შეხლა-შემოხლაში და ნიკა ავალიანთან ჩხუბის დროს მიიღეს.

დაკავებულების ადვოკატები უახლოეს დღეებში შეიტანენ სარჩელს, მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დაზარალებულად ცნობის და მათზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე.

Тбилиси

кетеван чохели

Если вы сейчас на этом сайте, то, наверняка, слышали о Грузии, а если вы начали читать эту статью – заинтересовались этой страной. Мы оправдаем ваши ожидания и немного расскажем о столице Грузии то, чего не найдете в энциклопедиях. 2006-06-10_172116_normal_Old_20Tbilisi_2005.jpg Хотите почувствовать настоящий дух Тбилиси? Пройдитесь по его улицам! Всмотритесь в лица, вслушайтесь в гортанный грузинский говор – уверяю, вы станете на время частью жизни города и тбилисцев. В глаза вам броситься,что грузинская молодежь любит красиво одеваться. Даже выходя прогуляться на улицу, тщательно наряжаются. Правда, критерии красоты у всех собственные, но, как говорится, о вкусах не спорят. Грузинские молодые модники выглядят по-европейски, но не лишены и азиатских черт. В этом вся самобытность Тбилиси – он застыл где-то на перепутье древности и современности.

Сейчас в Тбилиси самые жаркие дни в году. Так что, если вы оказались в Тбилиси летом, захотите охладиться. В такое время можно сходить в аквапарк, который год как открылся. Это удовольствие обойдется от 30 до 50 лари. Но можно охладиться и позагорать и намного дешевле: идите на Черепашье озеро или на Тбилисское море. Так поступает большая часть тбилисской молодежи. По дороге с Черепашьего озера посетите этнографический музей. Этот музей под открытым небом занимает огромную территорию. Здесь вы сможете увидеть дома, типичные для каждого уголка страны: начиная с имеретинской оды и заканчивая сванской башней.

tbilisi_450.jpgВ летний день укрыться от знойного солнца можно и в ботаническом саду. У маленького водопада будет приятно провести жаркие часы.

Если вы приедете в Тбилиси этим летом, то в Грузинском Национальном Музее кроме творений грузинских живописцев сможете увидеть и картины известного Пикассо.

В Тбилиси множество ресторанов и бистро. Грузины настоящии гурманы, так что по вечерам в ресторанах всегда людно. Из грузинской кухни, советуем, попробовать хинкали и хачапури. Во многих ресторанах можете насладиться и живой музыкой. А для любителей фри, колы и гамбургеров в Тбилиси есть три “Макдоналдса”.

Перед отъездом домой обязательно сходите на “базроба”. Это неотъемлемая часть тбилисского колорита. Можете от души поторговаться, торговцы предлагают вам очки от”Армани” и сумку от “Гуччи” за смехотворную цену, уверяя вас, что все это настоящий бренд. Так и к родным вернетесь не с пустыми руками, а нагруженные дорогими подарками.

ორი დღით ვარშავაში: სოლიდარნოშჩი, საკულტო პოლონური დოკუმენტური ფილმები და ბერლუსკონი

2009 წლის აპრილის მიწურულს ევროკავშირის ყველაზე დიდი ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიის სტუმრობა პოლონეთის დედაქალაქს ორი დღით ევროპის ცენტრად აქცევს. ბრიტანელი, ესპანელი და პოლონელი კოლეგების მიერ დროის ხარისხიანად გატარება დაეხმარება გასული ოცი წლის სეფასებასა და დასავლურ აღმოსავლური გეპ-ის გაანალიზებაში.

მოსაზრება

ნატალია სოსინი - ვარშავა

თარგმანი: ანა თვაური

მალიკა და პედრო ახლა ვარშავაში ევროპელი ხალხის პარტიის (EPP) კონგრესს ესწრებიან. უმსხვილესი ევროპული პარტია 2009 წლის ივნისის წინასაარჩევნო პროგრამას წარადგენენ. ჩვენ ვიცნობთ ერთმენთს, რადგან ერთად ვმუშაობდით ინტერნეტ ჟურნალისთვის, სადაც განსხვავებული ეროვნების ჟურნალისტები ევროკავშირის (და მიღმა) 27 ქვეყნიდან საერთო პრინციპებით მუშაობენ. რომ შეეცადო ამაზე ევროპული შეუძლებელია იყოს. მალიკა ინგლისელია, პედრო ესპანელი და ორივე პარიზში ცხოვრობს. ისინი პირველად არიან პოლონეთში და არ იციან რას ელოდონ მისგან.2-days-in-warsaw-solidarnosc-cult-polish-documentaries-and-berlusconi-solidarnosc-poland-communism-berlusconi-movies.jpg

გარეთ ევროკავშირის ბოლო გაფართოებისას მიღებული ქვეყნების ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი ერთი თვის წინანდელი პოსტერებია შემორჩენილი და მათ გვერდით ევროპული საარჩევნო პლაკატები აჭრელებს ქუჩებს. პოლონეთში სიდიდით მეორე ყოველდღიური გამოცემა Gაზეტა ჭყბორცზა (“საარჩევნო გაზეთი”) წერს რომ ვარშავა ორი დღით ევროპის ცენტრია. თუმცა ამ შეფასების მიცემა გამიჭირდებოდა, რადგან კონგრესთან დაკავშირებული ღონისძიებები ისევ საბჭოთა დიდ დანატოვარში, პოლონეთის ყველაზე მაღალ შენობაში, კულტურისა და მეცნიერების სასახლეში ჩატარდება. რა ირონიაა, არა? 29 აპრილს სეჯახება მოხდა პოლიციასა და გემთსაშენი სავაჭრო გაერთიანებების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ევროკავშირის მიერ გემთსაშენთა დახურვის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. პროტესტი ეროვნული სოლიდარობის გამოხატვით გრძელდება. ახალი ამბების ოთახში მყოფ წყვილს პოლონელი ჟურნალისტი ეკითხება თუ რას ფიქრობენ ისინი ამ პროტესტთან დაკავშირებით. ისინი პასუხობენ, რომ არანაირი მოსაზრება არ აქვთ, რადგან არაფერი იცოდნენ ამ მოვლენების შესახებ. მოგვიანებით ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ აშუქებდა 1980იანი წლების საპროტესტო გამოსვლებს, რომელის მაშინ ლეხ ვალესა ანტი კომუნისტურ სახალხო მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. “ძალიან ბევრ რამეზე ინფორმაცია არ გვაქვს” ამბობს მალიკა. (სხვანაირად ვერ ვქენი, ჰელფ)

პოლონურად გამომცხვარი დოკუმენტური ფილმები

საღამოს 1971 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს “თმას” ვუყურებთ. 17 წუთიანი შავ-თეთრი სატირა ვარცხნილობების საერთაშორისო კონკურსს ასახავს, სადაც მონაწილეები პოსტ კომუნისტური ქვეყნებიდან არიან ხოლო ჟიური პარიზიდან. ჩვენ ვიხოცებით სიცილით, მათი თვალები კი გაოცებისგან ფართოვდება. ინგლისური სუბტიტრები კარგია, მაგრამ სრულად ვერ გადმოსცემენ ენობრივ ნიუანსებს. ამას გარდა, ვისაც კომუნისტურ ეპოქაში არ უცხოვრია და იმ დროის თმის ვარცხნილობა არ იცის, გაუჭირდება ამ ყველაფრის გაგება. გადაღებით მოწყენილი რეჟისორი მარეკ პივოვსკი, რომელსაც პოლონური ტელევიზიისთვის პატარა ფილმის გაკეთება დაევალა, ზუმს აკეთებს ერთი ქალბატონის ფეხზე, რომელიც მდგომი მამაკაცის ფეხებს შუა შეძრომას ცდილობს ცდილობს. “მაგრამ, ეს სექსისტური ფილმია” უკმაყოფილებას გამოტქვამს მალიკა. როგორ უნდა ავუხსნათ, რომ ეს სექსიზმი კი არა პაროდიაა?

კშიშტოფ კიშლიოვსკისთან საქმე უფრო მარტივადაა, მისი ფილმი “ღამის გუშაგის მოსაზრება” (Z Punktu Widzenia Nocnego Portiera', 1977), გვიყვება მკაცრ გამცილებელზე, რომელიც მოგზაურობისას ყველას ამოწმებს ვინც მის გზას გადაკვეთს. ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ “ ეს შეიძლება ესპანური ფილმიც ყოფილიყო, უბრალოდ გამცილებელ ტიპს ულვაში ექნებოდა” ამბობს პედრო. ბოლოს და ბოლოს, ესპანეთსაც ყავდა თავისი ფრანკო და გერმანიას მოპოვებული აქვს მეინსტრიმული აღიარება 2006 წლის ფილმით “სხვების ცხოვრება” (ოსკარიც მიიღო), რომელიც სტასის(სადაზვერვოს მგონი) აგენტზე მოგვითხრობს. უფრო მეტიც, ზედმეტად მონდომებულ და დამსმენ ხალხს ყველა კულტურაში შეხვდებით. ყველამ იცის ეს, და ყველას ესმის. უარესი მერე იწყება ტროცკიზმზე რომ გადავდივართ. საუბარში ერთი საერთო ნაცნობის ტროცკისტი მშობლები გავიხსენეთ. ამ თემაზე ჩვენს სიცილს შემდეგი ორი კომენტარი იწვევს რომელიც წყვილმა გამოთქვა, რომ “პარიზში ტროცკისტობა სიბირში რასტაფარიანობას გავს. ანუ ზოგადად შეგიძლია იყო, მაგრამ აზრი არ აქვს”, “ ფრანგებს უბრალოდ აქვთ ეს.” პარიზში ძალიან ბევრის მშობელი სეიძლება თავს ტროცკისტად ან მაოიზმის დამცველად თვლიდეს. ვიცი რომ ეს მათი ერთგვარი გართობაა, “ამბოხებით” შეფუთული. დარწმუნებული ვარ რომ მშვენიერი შეგრძნებაა უსაფრთხო და აწყობილი ქვეყნის მზრუნველობის ქვეშ ცხოვრება.

9107.jpgნუთუ ეს ე.წ. პოლონური წყენა მალაპარაკებს? ვიქნებით კი ჩვენ აღმოსავლეთიდან ახალმოსულები მათთან? კარგია რომ საკუთარი მომავალი გვაქვს? ის რომ მძიმე, ამაზრზენი და შეცდომა იყო? ხორცისა და ფორთოხლის მისაღებად რიგებში დოგმა წელიწადში ერთხელ მოსაყოლ ზღაპარს გავს ლურჯწვერაზე ან ამბავს მეორე მსოფლიო ომზე. ჩვენ ყველას გვესმის რა იყო ის და როგორი საშინელი, მაგრამ გვიჭირს მისი წარმოდგენა და ემფატიურობა/გამოკვეთა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მათ დამოკიდებულებაზე “კომუნიზმის” მიმართ, არ ესმით. 68 წელი მათთვის რევოლუციაა.

დღეს და ახლა

ყველაფერი რაც წარსულშია დასრულდა. მოგონებები არის ცუდიც და კარგიც. ახლა ჩვენ ყველა ევროკასVსირის წევრები ვართ, ამიტომ ჩვენ ერთნი ვართ. თუმცა მტკივნეულია რომ მტელი ყურადღება გერმანიუმ წაიღო, ისიც რაც ჩვენ გვეკუთვნოდა. საკმარისია შეხედო ევროპული კომისიის სპოტ რომელიც რესულტედ ”რკინის ფარდის” დაცემიდან 20 წლის თავზე. არაფერს აქვს მნიშვნელობა გარდა მათი კედლისა, ისინი იქცევიან ისე თითქოს ეს მათით დაიწყო და არა ჩვენით. როგორც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი დაგვიანებულია ახალგაზრდა ევრობელების ცნობიერებისთვის იმ ეპოქის დასასრული იყო ბერლინის კედლის დაცემა და სხვა არაფერი. ჩვენ ვერავის დავადანაშაულებთ ამისთვის. ბოლოს და ბოლოს, კედლის დანგრევა ხალხის შიშველი ხელებით მშვენიერი სიმბოლოა.

შეიძლება სამარცხვინოც იყოს ის ფაქტი, რომ პირველი ეიფორიის შემდეგ ლეხ ვალესა, რომელმაც გამიჯნა პოლონელები კომუნიზმისგან, დაგმობილ იქნა.

რა სამარცხვინოა რომ მას სასაცილო არაფერი გაუკეთებია მაგალითად როდესაც 72 წლის, ხუმრობით მიესალმა პოლიციელს.

ვერონიკა ლარიო 19 წელი იყო ბერლუსკონისთან მაგრამ ახლა რაღაცამ მისი სიმშვიდე დაარღვია. რა თქმა უნდა სილვიოს ეს არ აწუხებს. ის პოზირებს ფოტოების ცენტრში და მარჯვნივ. პოლონეთის პრემიერ მინისტრ დოლანდ ტუსკთან და ის იღიმის გაბრწყინებით და გვაჩვენებს თავის ფაიფურის გვირგვინებს. ახდენს ის იტალიის სიმბოლირებას? მე ასე არ ვფიქრობ. ის უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ყველა საზღვარგარეთ მყოფ იტალიელს რომელსაც მე ვიცნობ. ზოგი საერთოდაც თვლის რომ მათმა ქვეყანამ უნდა გამოიაროს EU-ს ათწლიანი სამსახური და მართულ იქნას შვედეთის მიერ. ამის შემდეგ მათ შეიძლება ჰქონდეთ შანსი იყვნენ ნორმალურები. ამ შემთხვევაში ბერლუსკონი ვეღარ იქნებოდა დაუსრულებლად პრემიერ მინისტრი და ნეაპოლის ქუჩები არ იქნებოდა ჩაფლული ნაგვის მთებში. მაფია ვეღარ გააკონტროლებდა ეკონომიკის ყველა ასპექტს და ევროკავშირიდან შემოსული მილიონობით ევრო ჩრდილოეთისა და სამხრეთს შორის ბზარად იქცეოდა.

ვიმედოვნებ პოლონეთი არ ასოცირდება მხოლოდ მილიტარისტულ ეკლესიასთან და ჰომოსექსუალებთან ბრძოლასთან. ესპანელი სოციალისტების მღვდელი და ენტროპას ინსტალაციის მღდვლები, რომელიც დახატულია ჩეხი ხელოვანის დევიდ ჩერნის მიერ, ევროპის პარლამენტზე იყო დაცინვა მთელი ევროპის მიმართ და ამავდროულად სასაცილოდ წარმოაჩინა ჩეხეთის მთავრობა, რომელსაც დაკავებული ჰქონდა EU-ს ექვს თვიანი თავმჯდომარეობა ამ დროს (პოლონეთი გამოსახული იყო როგორც მღდვლები წვიმის დროშით - ედ.) ჩეხებმა ეს პოლონელებზე იოლად მიიღეს. ისინი ძალიან თავშესაქცევები არიან, აქვთ საუკეთესო ლუდი და შოკოლადის ყუთივით დედაქალაქი. მათთან ყველაფერი იაფია, არიან ათეისტები და აქვთ გერმანელების მსგავსი მენტალიტეტი. ყავთ დირექტორები, მწერლები და ხელოვანები. პოლონელები აღშფოთებულები არიან და წყევლიან ყველაფერს.

ჩვენ ვაძლევთ ევრობას ბევრად მეტს ვიდრე იაფი შრომა, სოსისები და არაყია

მალიკა მოვლენებს განსხვავებულად უყურებს, მიუხედავად იმისა რომ დაიბადა ინგლისში, ის წარმოშობით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდანაა და იცის რას ნიშნავს ეს. პაკისტანში, სოფლის მაცხოვრებლები, საიდანაც მისი მშობლები არიან, ინგლისს მოიხსენიებენ როგორც ”შორ ადგილს”. საინტერესოა, ნუთუ პოლონელო, ევრო-ობლები (როდესაც მშობელი გადადის საცხოვრებლად სხვა EU-ში და ბავშვი სხვა მშობლებთან რჩება) ამავე სახელს დაარქმევდნენ ამას? ”ამ მოგზაურობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი თაობისებს შეგვიძლია ბევრი რამ ვასწავლოთ ერთმანეთს” ამბობს მალიკა. ვიმედოვნებ ასეა. ჩვენ ვაძლევთ ევრობას ბევრად მეტს ვიდრე იაფი შრომა, სოსისები და არაყია. დაე ეს იყოს პოლონური დოკუმენტი და პოლონეთის პოსტერი, გაკვეთილი იმ ფაქტის გასაცნობიერებლად რომ ბევრი რამ შეიცვალა 1989-ის გამო. ყველაფერი შეიძლება გაცილებით უარესად ყოფილიყო. ამჟამად საკმარისია.

კადრები ყოველდღიურობიდან

ანიტა თვაური

20 მაიის, არსის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდა ხელოვანის ლევან მაისურაძის გამოფენა გაიხსნა.

ცენტრალური ქუჩის ხმაური საგამოფენო ცენტრისკენ მიმავალმა ვიწრო ბილიკის სიმყუდროვემ შეცვალა. საგამოფენო დარბაზში ეს სიმყუდროვე ისევ მოზუზუნე ქუჩის ხმებით იცვლება,რომელიც გარეთ ყოფნისას არ გაწუხებს აქ, კი, უბრალოდ გაკვირვებს. ხმაური მუსიკალური ცენტრიდან მოდის. ლევან მაისურაძემ გადაწყვიტა ქუჩა დახურულ სივრცეში გადაეტანა, საგამოფენო დარბაზში ქალაქის უფერული შენობები “გამოკიდა” და დამთვალიერებლებს დაელოდა.                                “მიკრო ქალაქი შევქმენი გალერეაში” ამბობს ლევანი და გვიხსნის, რომ შავთეთრი ფოტოებით, ანუ ყოველდღიური რუტინის ყოველდღიური იმიჯების ვარდისფერი პარკში ჩაწყობით, თავისი ოპტიმისტური განწყობა გამოხატა რეალობის მიმართ “ცოტა ზევით დავკიდე ფოტოები. რომ დაინახო თავი ზევით უნდა ასწიო და ჰაერში იგრძნო თავი. ანუ, კარგად იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა ძალიან დამღლელი,შავთეთრი და ხმაურიანია.”

ხმაურსა და რეალობას ერთი კედლის შუანაწილში შექმნილი ლევანის “ოცნება”- ფერადი ფოტო და ყურთსასმენებში ჩართული მშვიდი მუსიკა ცვლის. ოთახის სიმყუდროვე, საყვარელი ადამიანი და სასიამოვნო მუსიკა ასეთია ლევანის ის სენტიმენტალური სამყარო, რომელიც მისი აზრით ყველა ადამიანს აქვს “იქნებ სასიამოვნო იყოს ამ უფერულ ქალაქშიც კი, რომ ჩვენი ოცნება გაგვახსენდეს” ამბობს ლევანი.

                               ერთ-ერთი პირველი დამთვალიერებლის, 20 წლის თიკოსთვის ლევანის ხედვა ნაცნობი და ახლობელი აღმოჩნდა “მართლა შავთეთრია თბილისი თავისი სახლებით და მდარე ცხოვრებით. ფოტოსთან რომ დავდექი და მუსიკას მოვუსმინე, მართლა სახლში წარმოვიდგინე თავი”.

გამოფენას ძირითადად სტუდენტები, ახალგაზრდები სტუმრობდნენ. მათ შორის იყო გიორგი გონდაურიც, რომელიც ნანახს “ჩვეულებრივის” შეფასებას აძლევს “ბეტონის მტვერი დავინახე ამ ფოტოებით. არ მომეწონა თქო ვერ ვტყვი, მაგრამ არც აღფრთოვანებული ვარ.”

მიშო ანთაძე დათვალიერების შემდეგ გვიხსნის, რომ შეცვლიდა მცირე დეტალებს “ქალაქის ქაოსის მეტად გამოსახატავად სხვადასხვად დონეებზე დავკიდებდი ფოტოებს”. მიუხედავად კორექტირების სურვილისა, საერთო იდეა და შესრულება მიშოს DSCN4290.JPGმოეწონა “მითუმეტეს ამ ვარდისფერი პარკის იდეა, რომელიც ასე ხშირად ანაგვიანებს ჩვენს დღევანდელ ქალაქს და იმედია ოდესმე დავინახავთ ჩვე ჩვენს ქალაქს ამ პარკების გარეშე.”

როგორც ლევანი ამბობს საწყისი იდეიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე 2 წელი გავიდა, ხოლო ყოველდღიურობიდან კადრების ამოკრებას სამი თვე დასჭირდა. გამოფენის დასრულების შემდეგ ლევანის სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ “კონკრეტული არაფერი მაქვს, მაგრამ ყოველდღიურობის პრობლემა ისევ მაწუხებს და ვფიქრობ, რომ შემდეგ გამოფენას ისევ ამ თემას მივუძღვნი”.

“გახსენი ”

ნათია გულიაშვილი

gaxseni.jpg ”ხანდახან მხატვრისთვის აუცილებელია უჩვეულო სივრცე - ღამის ცა თავზე, სპონტანური, რადიკალური კავშირი სხვა ავტორების ნამუშევრებთან. ასეთ დროს ხვდები, რამდენად აქტუალური ხარ თანამედროვეობის კონტექსტში, რამდენად ებრძვი დროს... გამოფენა"გახსენი" უაღრესად საინტერესო ექსპერიმენტია - გავხსნათ ცოტა ხნით ფანჯრები და ჩვენც ჩავიხედოთ უფრო ღრმად. ”

ასეთი იყო 1 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული აქცია – გამოფენის იდეა, სახელწოდებით “გახსენი ” (ოპენ უპ). გამოფენის სათაურზე გავლენა საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა მოახდინა, მაგრამ თავისი შინაარსით და ფორმატით იგი თავისუფალი იყო. როგორც იდეის ავტორებმა განმარტეს, აქციის სათაურმა საბოლოოდ მრავალმნიშვნელოვნება და არაცალსახად პოლიტიკური შეტყობინების შინაარსი დაიტია, ანუ ”გახსენი” მეტაფორაა, რომელსაც თითოეული მხატვარი და დამთვალიერებელი მისთვის შესატყვის კონტექტს და ხატებას მოუფიქრებს.

“open up” ნესკაფეს ცნობილი რეკლამიდანაც გახსოვთ ალბათ, – გვითხრა ერთერთმა ორგანიზატორმა მაცაცო გაბუნიამ, - ანუ ეს ასოციაციაცაა იმისა, რომ თანამედროვე ხელოვნება არის ფაბრიკაცია; ფაბრიკაცია - ლოზუნგის, ფაბრიკაცია - მესიჯის, ფაბრიკაცია - მოვლენის”. “გახსენის” ორგანიზატორი, კავშირი “თანამედროვე ხელოვნების კლუბი”, 1999 წლიდან მუშაობს და მონაწილე მხატვრებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30 მდე მხატვრის სხვადასხვა სპეციფიკაში შესრულებული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები - ფერწერა, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ვიდეო, ინსტალაცია, ობიექტი, პლაკატი. sofio_cherqezishvili.jpg

ნახატები ძირითადად სერიების სახით იყო წარმოდგენილი. ერთერთი მათგანის, "მარადმწვანე ოთახის" ავტორი, სოფიო ჩერქეზიშვილი, ტექსტსა და ნახატზე სინქრონულად მუშაობს და სიტყვები ნახატზევე გადააქვს, რაც მისი გმირების ემოციის გაგებაში ეხმარება დამთვალიერებელს და ამასთანავე აზრობრივი განზოგადების საშუალებასაც იძლევა.

ამის საპირისპიროდ, დავით ალექსიძის აბსტრაქტული ნახატების სერია “კომპოზიციები” მთლიადან შავი საღებავით თეთრ ფონზე იყო შესრულებული, კონცეფციის გარეშე და ვიზუალური ეფექტების სახით.

sasamartlo.jpgნახატების გარდა, აქ ნახავდით პლაკატებს, რომელთა ძირითადი თემატიკა ადამიანის უფლებები და სასამართლო სისტემას შეეხებოდა. ამ თემატიკაზე “თანამედროვე ხელოვნების კლუბის” მხატვრები უკვე წლებია მუშაობენ.

აქციაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ორიგინალური ნამუშევარი , კოტე სულაბერიძის მონუმენტი “2003”, რომელიც ავტორმა ვარდების რევოლუციას მიუძღვნა. “ფაიფურის ფირფიტებზე დავადე ხავერდის ნაჭერი, როგორც ხავერდოვანი რევოლუციის იმიტაცია და ოქროსფერ მრგვალ ჩარჩოში ჩავსვი ვარდები. ვიფიქრე, რადგან ყველა რევოლუციას თავისი მონუმენტი აქვს, ვარდების რევოლუციას ეს ჰქონდეს” – ამბობს კოტე სულაბერიძე. მაცაცო გაბუნიას აზრით, “გახსენი” ერთგვარი ჰეპენინგი ურო იყო, ვიდრე აქცია, რამდენადაც მასში უშუალოდ დამთვალიერებლები მონაწილეობდნენ. მნიშვნელოვანი ღირებულება კი, რაც ასეთი ტიპის საღამოებმა შეიძლება დაამკვიდროს, თავისუფალი სივრცის შექმნაა, რაც აუცილებლად ჭირდება ყველა საზოგადოებას თვითგამოხატვისთვის. სივრცე, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია კავშირში შევიდეს ამ სივრცესთან და ერთმანეთთან.

იცი რამე EVS - ის შესახებ?

მარიტა შიხაშვილი

ალბათ არაერთი გაცვლითი პროგრამის შესახებ გსმენიათ. Mმინდა, ერთ-ერთი მათგანის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ. EVS (ი ვი ეს) ეს არის მოხალისეობრივი მუშაობა ევროპაში.http://ec.europa.eu/youth/evs/aod/hei_en.cfm

EVS –ის მთავარი მიზანია სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდობას გააცნოს ერთმანეთი, დააახლოვოს და ა.შ. Eეს პროექტი ძირითადად გათვლილია შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშუალება საკუთარი ფინანსებით ეწვიონ ევროპის ქვეყნებს სამოგზაუროდ თუ სხვა მიზნებისთვის.

EVS –ის პროექტს აფინანსებს ევროსაბჭო ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. იმისათვის, რომ განახორციელო აღნიშნული პროექტი, საჭიროა, მოძებნო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შენს ქვეყანაში ან უკვე იყო მისი წევრი/ მოხალისე, რომელიც უზრუნველგყოფს შენთვის სასურველი EVS პროექტით.

EVS ის ხანგრძლივობა არის მინიმუმ 2 თვიდან 1 წლამდე. პროექტი 100% -ით ფინანსდება ევროსაბჭოს მიერ. EVS – ის გაკეთება შესაძლებელია ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ.Aარსებობს ასევე ჯგუფური EVS ( მაქს. 100 მოხალისე). ამ შემთხვევაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია აგზავნის თავის მოხალისეს მასპინძელ ორგანიზაციასა და ქვეყანაში.

პროექტის განმავლობაში მოხალისეებს ჰყავთ ე.წ. მენტორი, რომელიც დაეხმარება მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და სხვადასხვა პირადი პრობლემის გადაჭრაში.

მოხალისესთვის სამუშაოს დიდი არჩევანია, მაგრამ ამისთვის ხელფასს არ უხდიან. ის უზრუნველოყოფილია ჯიბის და საკვების ფულით. თანხა ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურია.

გამგზავნმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მოხალისის ფსიქოლოგიური მომზადება, თუ რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს, რა უნდა იცოდეს, ვის მიმართოს უსიამოვნების შემთხვევაში და ა.შ. თავად მოხალისე დაკვირვებით უნდა გაეცნოს პროექტს, აპლიკაცას, რომელსაც ავსებს, რათა დაუკვირვებლობისგან გამოწვეული უსიამოვნებები თავიდან აიცილოს.evs2.JPG

რა არ არის EVS : თავისუფალი გრაფიკის მქონე სამსახური; ანაზღაურებადი სამსახური; ტურისტული მოგზაურობა; ენის შემსწავლელი კურსები და ა.შ.

ყველა მოხალისეს ყავს კერძო მასწავლებელი, რომელიც ადგილობრივ ენას ასწავლის, რათა გაუადვილდეს კომუნიკაცია. Mმოხალისეს ასევე არ შეუძლია პროექტის ფარგლებს გარეთ მუშაობა, ეს წესების დარღვევაა. ჩემი რესპონდენტები გერმანელი სილვია დანიელაკი და ქართველი დათო კაკავა EVშ მოხალისეები არიან. დათო უკვე დაბრუნდა საქართველოში, სილვია კი სულ მალე დაასრულებს თავის პროექტს და დაბრუნდება გერმანიაში.

დათო კაკავამ 6 თვიანი EVS პროექტი რუმინეთში, ქალაქ არადში გააკეთა, + 2 თვე დაემატა, რადგან ორგანიზაციამ დარჩენა შესთავაზა და დათოც დარჩა. თუმცა აგვისტოში საქართველოში ომი დაიწყო და მისი პროექტიც დასრულდა. თუმცა საუბრისას დათო დადებით ემოციებს ვერ მალავადა და როგორც თქვა, არაფერს ნანობს.

დათოს საოფისე სამსახური ევალებოდა, 5 კაციან ჯგუფთან ერთად დისკზე გიდის/გზამკვლევის შექმნა დაევალათ ქალაქ არადის შესახებ, რომელიც მომავალი მოხალისეებისა და ტურისტებისთვის გაკეთდა.

მუშაობის პროცესი საინტერესო იყო, დადიოდნენ მუზეუმებში, თეატრებსა და სასტუმროში, წერდნენ სტატიებს არადის შესახებ. თუმცა სამოთხე ნამდვილად არ ყოფილა ეს 7 თვე და სირთულეებიც საკმაოდ შეხვდა. ადაპტაციას 1 თვე დასჭირდა, სრულიად ახალ გარემოსთან შეგუება არც ისე იოლი აღმოჩნდა, შემდეგ იყო კულტურული შოკი, უამრავი უცხო ადამიანი, როცა არ იცი ვის ენდო. თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.

დათო თვლის, რომ EVS - მა მას უცხოელებთან ურთიერთობა, აბსოლუტურად განსხვავებული კულტურების და ადამიანის უფლებების პატივისცემა ასწავლა და კიდევ, ყველაზე Mმთავარი: კანონის უზენაესობა ასწავლა. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსგან ძალიან შორს ვიყავი, საკუთარი კულტურა უფრო მეტად დავაფასე “: აღნიშნა დათომ. პროექტმა მას ბევრი კარგი მეგობარი და უდიდესი გამოცდილება შესძინა.

რაც შეეხება სილვიას, ის მოლდოვაშია 11 თვიანი EVS- ით. Aაინტერესებს აქაური კულტურა და რუსულის სრულყოფილად სწავლაც უნდა. თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრება და მუშაობა ბევრად მნიშჰვნელოვანია მისთვის.

მისი დღე დილის 8 საათზე იწყება, 10 სთ-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია `მოლდოვის ადამიანთა უფლებების ინსტიტუტში” უნდა იყოს. სილვია აქ მუშაობს. წერს პროექტებს, ესწრება პრესკონფერენციებს, მონაწილეობას იღებს მონიტორინგის ჩატარებაში, დადის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში და ა.შ.

ამჟამად მუშაობს უნარშეზღუდული ადამიანების უფლებებზე და აკეთებს კვლევას კოლეგებთან ერთად, რომელიც მოლდოვის მთავრობას უნდა წარუდგინონ. სილვიას სამუშაო დღე ჩვეულებრივ 17 სთ-ზე მთავრდება. თავისუფალ დროს ცეკვას, კინოს, მეგობრებს უთმობს.

ყველაზე დიდი სირთულე პირველ თვეებში ადაპტაციასტან ერთად, რომელიც 4 თვეს გაგრძელდა, საქმის არქონა იყო. პირველ არასამტავრობოში, სადაც “მუშაობდა”, საქმე არაფერი იყო და ამის გამო თითქმის დეპრესია დაემართა, მაგრამ საკუთარი ძალისხმევის შედეგად მოიპოვა ის სამსახური, სადაც ახლა თავს ძალიან კარგად გრძნობს. კულტურული განსხვავება მისთვის ძალიან საინტერესოა და ყოველ დღე აღმოჩენებს აკეთებს. თვლის რომ მშობლიური გერმანიის გარდა ევროპაში მეორე სახლიც აქვს და ეს მოლდოვაა.

სასურველი EVS პროექტის მოძიება შეგიძლიათ საიტზე: http://ec.europa.eu/youth/evs/aod/hei_en.cfm http://ec.europa.eu/youth/youth-in-action-programme/doc/how_to_participate/programme_guide_09/programme_guide_09_en.pdf

მუსიკა ათავისუფლებს?

ანიტა თვაური

“პოლიტიკისა და კლიშეებისგან თავისუფალი. ევროპული კულტურული სულის მატარებელი ფესტივალი პოლიტიკური ბრძოლის არენად ქცეულ “ევროვიზიას” იდეურად უპირისპირდება”-ამ ციტატას “თბილისი ოპენ-აირ”-ის პრესრელიზში ამოიკითხავდით. როგორც ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი ლეიბლის “სტეპ რეკორდსის” ერთ-ერთი დამაარსებელი ვახო ბაბუნაშვილი გვიხსნის Tbilisi_Open_Air_AlterVision_m_e992952cab074238bf5b12117fcc.jpgევროვიზიასთან დაპირისპირება თვითმიზანი არ ყოფილა “ამ ფესტივალის იდეა დიდი ხანია გვაქვს. მხოლოდ მას შემდეგ გადავწყიტეთ ალტერვიზიობა, რაც ევროვიზიაში მონაწილეობის მსურველ ქართველ შემსრულებლებს სრულიად არასწორი და ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო უთხრეს უარი.”

ვახოს აზრით ფესტივალის სლოგანი “მუსიკა ათავისუფლებს” ყველაზე ნათლად გამოხატავს ფესტივალის მთავარ მიზანს, რომელიც შეეცადა პოლიტიკას გამიჯვნოდა და დაპირისპირებოდა კიდეც მას “ ჩვენ გვჭირდება თავისუფლება პოლიტიკისგან, კლიშეებისგან, გაუნათლებლობისგან, უკულტურობისგან და მრავალი ასეთი რამისგან” ამბობს ვახო. თუმცა რამდენად გამოუვიდა ფესტივალს პოლიტიკისგან გამიჯვნა, სადავო საკითხია, რადგან ოპოზიციის მხრიდან ერთთვიანი მუდმივი საპროტსტო აქციების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფესტივალის დასკვნით კონცერტს დაესწრო და მედიასთან კომენტარიც გააკეთა “ ეს არის ძალიან დიდი ევროპული სოლიდარობის გამოხატულება ჩვენი მებრძოლი ხალხისადმი, იმიტომ რომ ჩვენი ჯგუფი მოხსნენს რუსეთის პირდაპირი ჩარევით ევროვიზიის მთავარი ფესტივალიდან და უფრო ძლიერი ჯგუფები, უფრო მაგარი ჯგუფები ვიდრე მოსკოვში, ჩამოვიდა თბილისში” განაცხადა მან.ani_2.JPG

დანიური ჯგუფის The Blue Van -ის ქართველი მენეჯერის სანდრო გვარჯალაძის აზრით პოლიტიკური მოტივი საორგანიზაციო ჯგუფისთვის და მსმენელისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა აუცილებელი დაფინანსების მისაღებად “ამ მასშტაბის ფესტივალის გაკეთებას “სტეპ რეკორდსი” პოლიტიკური ნების გარეშე ვერ შესძლებდა” ამბობს სანდრო.

ნინო ჯავაშვილი ერთ-ერთია იმ მსმენელთა შორის ვისი მუსიკალური გემოვნებაც მეტნაკლებად დაკმაყოფილდა კონცერტებზე, თუმცა როგორც თვითონ ამბობს “სტეფანესა და 3გ"oს პროექტი საერთოდ არ ჩაჯდა ფესტივალის საერთო კონტექსტში, არავის არ მოეწონა.”

ფესტივალზე მონაწილე ჯგუფების შემადგენლობა მართლაც მრავალფეროვანი იყო. მასში მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 24 ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. გამოცდილ და უკვე სახელ დამკვიდრებულ ჯგუფებთან ერთად ფესტივალზე მოიწვიეს ახალგაზრდა ჯგუფები.ani_1.JPG მათი დიდი ნაწილი, როგორც ვახო ბაბუნაშვილი გვიხსნის შეირჩა ორგანიზატორთა გემოვნების მიხედვით. მისი აზრით ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ევროპაში “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ნამდვილი ევროპული ფასულობებისკენ და ევროპული ღირებულებებისკენ, რომელსაც რაღაცნაირად დავშორდით. მრავალკულტურული სივრცე ხელს შეუწყობს ჩვენს გახსნას. ურთიერთგაზიარებით ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვაჩვენებთ ერთმანეთს.”

ორგანიზატორები იმედოვნებენ რომ ფესტივალი ყოველწლიური გახდება.

საბოლოო დასკვნის მოლოდინში

მაიკო წიკალაური

აგვისტოს კონფლიქტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნამ მათი სიმართლე უნდა ასახოს. კომისიის მიმართ ნდობას პირდაპირ არ ადასტურებენ, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ მისია მიუკერძოებელ და ობიექტურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

2008 წლის 2 დეკემბერს საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომის მიზეზებზე კომისიის შექმნას ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი. შვეიცარიელ დიპლომატ ჰაიდი ტალიავინთან ერთად კომისიაში მისი ორი მოადგილე, ხუთი სამხედრო და სამართლის ექსპერტი მუშაობს.6CAB184E-B833-4E26-A6C8-EBFB1F62ADF1_mw800_mh600.jpg

საქართველოს ხელისუფლებაში ამ კომისიის მიმართ გარკვეული ეჭვები არსებობდა. ქართულ მხარეს ჰქონდა კითხვები მისიის ორ წევრთან დაკავშირებით. სტატია ქართულ-რუსულ ომზე პოლკოვნიკმა ქრისტოფერ ლანგტონმა 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. პროფესორმა ოტო ლუხტერჰანდტმა კი ამ ომის თემა საერთაშორისო სამართლის ჭრილში განიხილა. „კომისიის ორ სამხედრო ექსპერტს მის (კომისიის) შექმნამდე უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა რაღაც სტატიები და ცალსახად იჭერდნენ რუსეთის პოზიციას. ჩვენ დავსვით კითხვები: თუ ამ ადამიანებს აქვთ პოზიცია, მაშინ რამდენად არიან ისინი მიუკერძოებლები?!“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი. ქართულმა მხარემ მათი შეცვლის საკითხი დააყენა, თუმცა უშედეგოდ.

მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა იაკობაშვილი ჯერ კიდევ თებერვალში კომისიის ზოგიერთი წევრის რუსეთთან კავშირზე საუბრობდა - „მათი „საქმენი საგმირონი“ ჩვენთვის ცნობილია. „გაზპრომის“ მიერ დაფინანსებული ექსპერტები ჩვენ არ გვჭირდება სიმართლის დასადგენად“ - განაცხადა მან ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში. ქართველი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი georgia_war02.jpg შეეცდება რაიმე სახით გავლენა საბოლოო დოკუმენტზე მოახდინოს - „რუსეთი ყველანაირ მეთოდს გამოიყენებს და ეს არამარტო ამ დოკუმენტზე. არ მინდა სპეკულირება გავაკეთო, რომ ამ მცდელობას შედეგი ექნება. უბრალოდ ეს მცდელობა იქნება.“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგა ბოკერია, კი იმედოვნებს, რომ კომისია არ გახდება ზეწოლისა და პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი.

ტალიავინის კომისიის დელეგაციამ 4 ივნისს შეხვედრა თბილისში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაიასთან გამართა. დელეგაციის წევრები კოდორის ხეობაში არსებული ვითარებით, კოდორის მოსახლეობის რაოდენობით, მათი დაბრუნების პერსპექტივით, კონფლიქტის ქრონოლოგიით და მსგავსი დეტალებით დაინტერესდნენ.

თბილისში ჩამოსვლამდე დელეგაცია აფხაზეთს სტუმრობდა. მათ დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გარი კუპალბასთან, ერთად კოდორის ხეობა დაათვალიერეს. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იუწყება. გარი კუპალბას განცხადებით, კომისიის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს ის ბაზები, სადაც 3000-მდე ქართველი სამხედრო იყო განლაგებული. მალხაზ აქიშბაიას განცხადებით კი რეგიონში არა სამხედროები, არამედ პოლიციელები იყვნენ - “თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლიათ ნებისმიერ ინსტანციაში გადაამოწმონ.

გაეროს მისია მუშაობდა რეგიონში და ისინი აკონტროლებდნენ ქართული პოლიციის გადაადგილებას.“ ქართული მხარე არ ფლობს ინფორმაციას იმ ქართული დოკუმენტების შესახებ, რომელიც საერთაშორისო მისიის წევრებმა აღნიშნულ ბაზებზე აღმოაჩინეს. აფხაზები ქართულ მხარეს კოდორიდან დევნილი მოსახლეობისთვის ხეობის ჩაკეტვაშიც ადანაშაულებენ. მალხაზ აქიშბაია კი აღნიშნულს უარყოფს - " აფხაზს აქვს ოჯახში თავისუფლად შეჭრის უფლება. არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება. ჩვენ მათ (მოსახლეობას) არც ვუშლით ხელს და ვერც გარანტიას ვაძლევთ, რომ ხეობაში დარჩნენ.“

კომისიის წევრები რუსულ მხარესაც შეხვდნენ. რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინე კოსაჩოვი, ერთერთია, რომელიც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა. ის დარწმუნებულია, რომ ფაქტები მათ სასარგებლოდ მეტყველებს - “იმედი გვაქვს, რომ კომისია ობიექტურად იმუშავებს და მათი დასკვნა დაემთხვევა მომხდარის ჩვენეულ ვერსიას. .heidi_tagliavini_2.jpg თუკი დაიწერება სხვანაირად, მაშინ გვექნება სრული უფლება იმისა, რომ კომისიაზე პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებზე ვისაუბროთ.” პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს სათათბიროს დეპუტატი სერგეი მარკოვიც. მისი აზრით, დასკვნაში არ გაითვალისწინებენ ევროპისა და ამერიკის პასუხისმგებლობის საკითხს. თუმცა რუსეთში ალტერნატიული მოსაზრებაც არსებობს. იმის გამო, რომ ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსებითაა დაკავებული, კომისია ეცდება მისი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. “დასკვნა მეტნაკლებად ყველასთვის მისაღები იქნება” – აცხადებს ალექსეი მუხინი, რუსეთის პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი.

როგორც ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ კომისიის საბოლოო ანგარიშს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს. მას ექნება პოლიტიკური მნიშვნელობა უკვე საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობაში. “იმ ტიპის მოლოდინების გასაჩენად, რომ ეხლა დადგინდება მტყუან-მართალი, ვინ იყო აგრესორი და ვინ არა, შეურაცხმყოფელადაც კი არასწორია” – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგა ბოკერია. მისი აზრით, ცხადია, რომ ქართული მხარე რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.

“Старший брат и старшая сестра”

Уже месяц как в Грузии осуществляется проект “Старший брат и старшая сестра” – аналог американского проекта. 25 студентов сблизились со столькими же воспитанниками детских домов. По принципу случайности студенты и дети стали друг другу братьями и сестрами.

Continue reading ...

“Big brother and big Sister” in Georgia

Project “Big brother and big Sister” is realizing during one month in Georgia. This is analogue of American project. 25 students and children and children deprived of care began relationship together. They became sister and brother after casual pooling.

Continue reading ...

“დიდი ძმა და დიდი და”

მაია წიკლაური

უკვე ერთი თვეა საქართველოში პროექტი “დიდი ძმა და დიდი და” ხორციელდება. ეს ამერიკული პროექტის ანალოგია. 25 სტუდენტი ამდენივე მზრუნველობამოკლებულ ბავშვს დაუახლოვდა. შემთხვევითობის პრინციპით სტუდენტები და ბავშვები ერთმანეთის და-ძმები გახდნენ. პროექტს ორგანიზაცია “ახალგაზრდები თავისუფალი საქართველოსთვის” IREX – ის მხარდაჭერით ახორციელებს.gogo_da_gogo.bmp

“მომავლის სახლის” აღსაზრდელები ბავშვთა სახლში ცხოვრობენ. მათ დიდი და-ძმები სწორედ აქ სტუმრობენ, ძირითადად - კვირის ბოლოს. ყველა ერთად მიდიან ბუნებაში, კინოში, ან სხვა გასართობ ცენტრში. როგორც თავად ამბობენ ერთმანეთთან კონტაქტი ყოველთვის აქვთ, ყოველთვის იციან რას აკეთებს მათი უფროსი, ან უმცროსი დედმამიშვილი.sachino.bmp

საჩინო ვარდოსანიძე ერთერთია იმ მოხალისე სტუდენტებს შორის, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ. სერჟიკა მისი პატარა ძმაა. საჩინომ გადაწყვეტილება, ახალი დედმამიშვილი შეეძინა, მოულოდნელად მიიღო. იდეა მეგობარმა შესთავაზა. რომ დაფიქრდა, მიხვდა, კიდევ ერთ ადამიანს მიანიჭებდა ბედნიერებას. “ნამდვილი ძმა არა მყავს მაგრამ დედმამიშვილთან შედარებით სიახლოვე ვიგრძენი და მინდა რომ გადავცე მას ეს სითბო და ვაგრძნობინო ნამდვილი დედმამიშვილობა. ვიცი, რომ ხშირად უნდა დავურეკო, მოვიკითხო, გავასეირნო. ვსაუბრობთ და ვუყვებით ხოლმე ერთმანეთის ისტორიებს.” – ამბობს საჩინო.

9 წლის გივიკოს და არ ყავს. ორი წელია ბავშვთა სახლში ცხოვრობს. აქ ოჯახური პირობების გამო მოხვდა. მშობლები ერთად აღარ ცხოვრობენ და მასთან ერთად ყოფნას თითქმის ვერ ახერხებენ. ჰყავს ღვიძლი ძმა, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობს. “ყოველთვის მინდოდა და რომ მყოლოდა. მარიამი რომ დავინახე, ვიფიქრე: ჩემი და ასეთი უნდა იყოსთქო.bavshviiiiiiii.bmp მერე ჩემი დაც გახდა და ძალიან გამიხარდა.” მარიამს თავად ერთი ძმა ყავს, თუმცა ცდილობს ყურადღება გივიკოსაც არ მოაკლოს. ფიქრობს, რომ ეს პროექტი მზურნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

პროექტი დაახლოებით 2 კვირაში სრულდება, თუმცა ახალი და-ძმები დაშორებას არ აპირებენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, პატარებს მათთან განშორება ძალიან უჭირთ და ამიტომ შეეცდებიან ეს ურთიერთობა პროექტის შემდეგაც გააგრძელონ.

ახალგაზრდა ევროპელებს სურთ იყონ სკანდინავიელები

ინტერვიუერი: მატიას გარიდო (Matias Garrido) ორიგინალი: http://www.cafebabel.com/eng/article/28392/youth-european-scandinavia-education-adulthood.html

თარგმანი: გვანცა იოსელიანი

როგორია გამოცდილება ევროპაში სამუშაო ბაზარზე შესვლის? სოციოლოგმა სესილია ვან დე ველდიმ შეისწავლა და შეადარა კავშირი უნივერსიტეტსა და დასაქმების დონეს შეორის ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და დანიაში.

ნაბიჯი მოზარდის ცხოვრებისაკენ (როცა პატარა აღარ ხარ): რა არის ეს, სამუშაოს შოვნა, მშობლების მიტოვება თუ საარსებო წყაროს გამომუშავება? ეს იყო სესილ ვან დე ველდის, პარიზში EHESS -ის ფრანგულის ლექტორის მთავარი კითხვა, რომელსაც იგი საკუთარ თავს ეკითხება თავისივე წიგნში Devenir adulte - Sociologie comparée de la jeunesse en Europe – (მოზარდები - “ევროპელი ახალგაზრდების” შედარების სოციოლოგია, PUF, 2008). მაგრამ სამხრეთ ესპანეთიდან მოყოლებული დანიამდე უამრავი გამოცდილება გვხვდება. თვით სიტყვა “მოზარდი”-ს განსაზღვრებაც სხვადასხვანაირია სხვადასხვა ქვეყანაში. აი, რა თქვა ავტორმა:

young-europeans-would-like-to-be-scandinavian-youth-european-scandinavia-education-adulthood.jpg - თქვენი კვლევის განმავლობაში, ხომ არ აღმოაჩინეთ რაიმე მსგავსება თუ როგორ უმკლავდებიან ახალგაზრდა ევროპელები მოზრდილი ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესს?

- დიახ, ახალგაზრდა ევროპელებს ბევრი რამ აქვთ საერთო. მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა დაკავშირებუალი საერთო მიზნებთან და ღირებულებებთან: ლტოლვა დამოუკიდებელი და ავტონომიური ცხოვრებისკენ, სურვილი ჰქონდეთ საკმარისი დრო რათა ეს ცხოვრება თავად შექმნან და თავისუფლება იმისათვის, რომ ეს ცხოვრება თავიანით სურვილისამებრ წარმართონ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მიზნები შეიძლება იყოს საერთო, ახალგაზრდა ევროპელების ბედი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია იმდენად, რამდენაც განსხვავებულია სახელმწიფოს მხრიდან მათდამი გაწეული მხარდაჭერა, სამუშაო ბაზარი და უმაღლესი განათლების სტრუქტურები. ჩემი კვლევის დასასრულს, ვიმედოვნებ, რომ შევძლებ დაგანახოთ, რომ ახალგაზრდა ადამიანების კარიერისადმი ლტოლვის თვალსაწიერიდან გამომდინარე, ევროპელთა უმრავლესობას სურს იყოს დანიელი ან სკანდინავიელი.

- უნივერსიტეტში სწავლა ჩანს, რომ დღეს აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს ვიდრე ეს 50 ან 60 წლის წინ იყო. ადრე სამუშაოს შოვნისა და მოზრდილად ჩამოყალიბების მიზნით ძალინ ცოტა ადამიანი მიდიოდა უნივერსიტეტში სასწავლებლად…

- წინა თაობებთან შედარებით, განათლებასთან დამოკიდებულება საკმაოდ შეცვლილია. მოკლედ რომ ვთქვა, სწავლობ მეტს, მაგრამ სარგებელი ნაკლებია…მართალია, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში უმაღლესი განათლება გახდა უფრო ხელმისაწვდომი ბოლო 50 წლის მანძილზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საუნივერსიტეტო განათლება უზრუნველყოფდა მაღალ სოციალურ სტატუსსა და პროფესიულ წარმატებას წინა თაობებში, დღეს ხარისხი აღარ არის არც დასაქმების, არც საზოგადოებაში ინტეგრაციის გარანტი. 7491.jpgჩვენ შეგვიძლია ასევე ვისაუბროთ ინტეგრაციის “შეუსრულებელ პირობაზე” იმ თაობებისათვის, რომელთაც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ შეაბიჯეს სამუშაო ბაზარზე მას შემდეგ რაც მოცულობითი ინვესტიციები განახორციელეს თავიანთ სწავლა-განათლებაში. ამასთან დაკავშირებით, მილეურისტას-ების (“ისინი, ვისი შემოსავალიც თვეში 1000 ევროა”, ახალგაზრდა კურსდამთავრებულების გუნდი, რომელთა შემოსავალიც თვეში 923 ფუნტზე ნაკლებია) გაერთიანება ესპანეთში ნათლად ასახავს სოციალური მოძრაობის ვარდნის გათვითცნობიერებას.

- რა ძირითადი განსხვავება შეამჩნიეთ ახალგაზრდა ევეროპელების მიერ არჩეულ გზებს შორის?

- ეს შეკითხვა ნამდვილად იმსახურებს სხვადასხვა ელემენტების განმარტებას, მაგალითად, დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, სწავლასთან და სამუშაოსთან, მომავალთან და მოზარდობასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენიმე სტერეოტიპი საშუალებას იძლევა ჩამოვაყალიბოთ ინტუიტიური იდეა შესწავლილ (გამოკვლეულ) სხვადასხვა ევროპულ მოდელებზე. დანიასა და საერთოდ, ყველა სკანდინავიურ ქვეყანაში გაიზარდო ყველაფერთან ერთად ნიშნავს “იპოვო შენი თავი”, ხანგრძლივ, აღმოჩენებითა და ძიებით აღსავსე ცხოვრებაში, რომელსაც ახალგაზრდები მშობლებისაგან დამოუკიდებლად ახორციელებენ.

მეორეს მხრივ, ისეთ უფრო ლიბერალურ ქვეყნებში, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, გაზრდა, ეს უფრო პასუხისმგებლობების აღებაა, რაც მოზრდილის სტატუსის სწრაფად და საკუთარი საშუალებებით მიღწევას ნიშნავს.

საფრანგეთში, მსგავსად ყველა სხვა კორპორატიული საზოგადოებისა, ახალგაზრდობა მიიჩნევა პერიოდად, როდესაც სწავლაში უნდა განხორციელდეს ინვესტიციები რათა შემდგომში თანდათანობით “მოათავსო შენი თავი” დაცულ სოციო-პროფესიონალური სტატუსის ქვეშ. ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში მოზარდობა უფრო დანახულია როგორც შედარებით გრძელი გზა იმ სამი რეკვიზიტის გასათვითცნობიერებლად, რაც საჭიროა “დამკვიდრებისთვის”: სამუშაო, სახლი და პარტნიორი.

- ჩამოთვლილი მოდელებიდან, რომელი უფრო მიესადაგება ახალგარდებს უკეთესი გნვითარებისთვის?

- სამწუხაროდ, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი არ აძლევს საშუალებას “ახალგაზრდულ მოდელებს” გადაერთონ სკანდინავიურ მოდელზე, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად დაფუძნებულია დასაქმების მაღალ დონესა და სწავლაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ უზარმაზარ ინვესტიციებზე. მეორეს მხრივ, შესაძლებელია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოდელები რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. თითოეულ მათგანში შერეულია ხმელთაშუაზღვისეული ასპექტი, რაც მოწმობს - მართალია, სხვადასხვა დონეზე, რომ ახალგაზრდების ცხოვრების გზაზე მოლოდინი და გაურკვევლობა თანამდევი თანამგზავრებია.

შენიშვნა: ფოტოები სტატიის ორიგინალიდანაა მოყვანილი

- page 1 of 2