To content | To menu | To search

” Stop waiting Georgia”

ნათია გულიაშვილის რეპორტაჟი stop waiting 2

12-დან 19 ივნისამდე თბილისის ისტორიის მუზეუმმა “ქარვასლამ” მორიგ გამოფენას უმასპინძლა.

” შტოპ წაიტინგ Gეორგია” – ასეთია გამოფენის სახელწოდება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების კლუბის პროექტის ”იძინე მშვიდად, შენ საქართველოს მოქალაქე ხარ” ნაწილია. პროექტი აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიწერა და გამოფენის თემატიკაც მთლიანად ამ კონკრეტულ მოვლენას მიეძღვნა. ორგანიზატორებისა და მხატვრების მიზანი ვიზუალური ხელოვნების შესაძლებლობებისა და სპეციფიკის მაქსიმალური გამოყენებით ადამიანების სტრესული მდგომარეობის და ნიჰილიზმის დაძლევაა, რაც თითქმის ერთი წლის შემდეგ ჯერ კიდევ შესამჩნევია ჩვენს საზოგადოებაში. stop waiting 1

უნდა ითქვას, რომ ” შტოპ წაიტინგ Gეორგია” აგვისტოს ომის შემდეგ, ამ თემაზე მიძღვნილი პირველი გამოფენა არაა. თუმცა, საინტერესო იყო თითქოს მივიწყებული თემების, კიდევ ერთხელ, ახალი აქცენტებით წამოწევა. ნამნუშევრები მონაწილე 9 მხატვარმა სხვადასხვა ჯანრში წარმოადგინა - ფოტოგრაფია, ვიდეო, სკულპტურა ვიდეოთი, ილუსტრაცია ტექსტილზე, შერეული ტექნიკა ტილოზე, ქაღალდსა და მაუდზე.stop waiting3 გამოფენის ძირითად მოტივს რამდენიმე ნამუშევარი უშუალოდ გამოხატავდა. ერთერთი მათგანი მხატვარ სოფიო ჩერქეზიშვილის ფოტოა, სახელწოდებით “შეწყვიტე ლოდინი”. ფოტოზე გამოსახული პატარძალი ზღვის ნაპირას ზის და სივრცეს გაჰყურებს. მინაწერი ტექსტი კი ასეთია – “ჰორიზონტი ჰგავს ჩვენ ცხოვრებას, ის მუდმივ მოლოდინშია. აღარ არის დრო, რომ იყო მარტო პატარძალი.” “მე მგონია, რომ ჩვენც ასე ვსხედვართ და სულ რაღაცის მოლოდინში ვართ: ან დაგვბომბავენ, ან გადავრჩებით ან კარგი ცხოვრება გვექნება, ან - ცუდი, ეს გაუთავებელი მოლოდინის პროცესია. “ – ამბობს ფოტოს ავტორი. stop waiting დამთვალიერებელთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მხატვარ მაკა ბატიაშვილის სკულპტურა “ბომბის ჩიტი”. ორიგინალურობას ამ ნამუშევარს ერთი მხრივ ის მატებდა, რომ იგი აგვისტოს ომში გორში ჩამოვარდნილი რუსული ბომბისგან დაამზადა ავტორმა. “ ფერმწერი ვარ, მაგრამ არ მინდოდა ეს რაღაც ტილოზე ყოფილიყო. მინდოდა, უშუალოდ მატერიალურად მქონოდა ამ საშინელებასთან შეხება. გამიმართლა, რომ ეს ბომბი ჩამომიტანეს გორიდან . დიდხანს მედო, ვუყურებდი და ბოლოს დავინახე, რომ აქედან ჩიტი გამოვიდოდა. “ ამბობს მაკა ბატიაშვილი რატომ ჩიტი? იმიტომ, რომ მხატვრის აზრით ეს იყო გადაწყვეტა, მეტამორფოზა, ბოროტის გადაქცევა სიკეთედ და თავისუფლებად . stop waiting 4

საგამოფენო სივრცის თითქმის ერთი კედელი მხატვარ ნინო ბინიაშვილის ნამუშევარს ეკავა. “მეფემან ბრძანა” – დიდ, თეთრ ქსოვილზე შექმნილი სიუჟეტი აღწერს ომის ნიუანსებს, რომლებიც შუა საუკუნეებიდან დღემდე არ შეცვლილა. ეს არის სარკასტული პორტრეტი ძლიერმოქმედი აგრესიის, დაპყრობის და ცრუ "ბედნიერი" დასასრულისა.stop waiting გამოფენის ერთგვარ მცდელობას ბედნიერი დასასრულისთვის კი ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევარი “ცეკვა” ასრულებს, როგორც დამთვალიერებლისთვის მძიმე შთაბეჭდილებისგან გათავისუფლების და ოპტიმიზმის საშულება.

Post To BabelPeople

Hello everybody!!! გამარჯობა gamarjoba_.wav

Welcome on Tbilisi Babel blog and welcome to Tbilisi as well.

Probably it’s the first time you’re visiting the Capital of Georgia on blog. So let me briefly introduce the city to you hoping for your virtual and real visits.

Let me begin from the beginning - the strange letters in the first sentence mean Hello in Georgian. I know, it’s little hard to pronounce, but Tbilisi sounds easier :) tbilisi.wav We are not going to write posts in Georgian, any way :) tbilisis xedi

I just wanted to tell you more about Tbilisi than Wikipedia can do. Like – it’s a little city full of hope and energy and there are optimist and active people living there. That young journalists being babelblogians are going to do their best to bring Europe to Tbilisi and to bring Tbilisi to you.

And Georgian wine is the best of course! :)

We are gathering all of our strength and new ideas to begin blogging on Tbilisi.cafebabel.com. I‘m sure this little post will be the beginning of our joyful cooperation and friendship.

With many thanks to all of the members of Babel team for your help.

Coming back soon with a new SERIOUS post. Have a nice week and keep visiting Babel Tbilisi!

ნახვამდის naxvamdis.wav - see you soon!

Nino Gogua Tbilisi Babel Team

p.s. Georgian words specialy for Ole!

Photo by Arlindo Zaza

კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ

ელენე უგრეხელიძე

card_one_470x470.jpg კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ _ ასეთი სახელწოდებისაა ზრდასრულთა დღის ცენტრი, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და ჰოლანდიური ფონდის “კორდაიდის” ხელშეწყობით 2006 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტთან დაარსდა. კავშირში ამჟამად ხუთი ბენეფიციარია, აქედან ოთხი ინტენსიურად დადის დღის ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელის, სოციალური თერაპევტის, მაიკო რუსიტაშვილის თქმით, კავშირის მთავარი ამოცანა უნარშეზღუდული ზრდასრულების დასაქმებაა.

მაიკო რუსიტაშვილი: ამ სახელოსნოს დაარსებას წინ უძღვოდა კვლევა. გავიგეთ, თუ რა სჭირდებოდათ ას ფაკულტეტის სტუდენტებს ყველაზე მეტად. ეს იყო ქსეროქსი და საკანცელარიო ნივთები. შევიძეინეთ ქსეროქსის აპარატი და დავიწყეთ მუშაობა. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ეს სახელოსნო იქნებოდა პრაქტიკის ადგილი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

კავშირს ჰოლანდიური ფონდი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში აფინანსებდა. მაიკო და კავსირის წევრები ერთი წელი აკეთებდნენ ბლოკნოტებს და სხვა საკანცელარიო ნივთებს. შემოსავალი რჩებოდათ ასევე ქსეროქსიდანაც. ერთი წლის შემდეგ ჰოლანდიურმა “კორდაიდმა” უარი თქვა დაფინანსებაზე. ერთი წელი მაიკო და მისი ორი თანამშრომელი უხელფასოდ მუშაობდენენ.

მაიკო: ახლა დამოკიდებული ვართ ქსეროქსის ძალიან მცირე შემოსავალზე და იმ მიზერულ თანხაზე, რომელსაც კავშირის წევრების მიერ დამზადებული ნივთების გაყიდვიტ ვშოულობთ. სადილისთვის და კომუნალური გადასახადებისთვის ასე თუ ისე გვყოფნის. ახლა გადავედით გაცილებით იაფფასიან წარმოებაზე, საქმიანობა შევიცვალეთ, თუმცა ისევ ქაღალდთან გვაქვს საქმე.

მეორადი ქაღალდისგან სამკაულებს ვამზადებთ. მეორადი ქაღალდი გამძლეობით არ ჩამოუვარდება თიხას და გაცილებით მჩატეა მასთან შედარებით. ვაწყობთ გამოფენა-გაყიდვებს წელიწადში სამჯერ და ვყიდით ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას.

სანდრო შოთაშვილი ზრდასრულთა დღის ცენტრის ერთ-ერთი წევრია. მას ძალიან უხარია “სამსახურში” სიარული. სანდრო: მე დოლიძეზე ვცხოვრობ. ვაკეში სახლიდან ფეხით დავდივარ, იმიტომ რომავტობუსების მეშინია. მაიკო: სანდრო ფეხზე მყარად ვერ დგას. ერთხელ ძალიან ცუდი ამბავი შეემთხვა ავტობუსთან დაკავშირებით. გაჩერებაზე ვიდექით და როცა ავტობუსის კარი გაიღო, სანდრომ ერთი ფეხი ააბიჯა და ამ დროს ავტოუსი დაიძრა. ბავშვმა კინაღამ ფეხი მოიტეხა. შემდეგ ჩამოსვლისას, მე რომ ჩამოვედი, სანდროს ვეშველებოდი და კიდევ დაიძრა ავტობუსი. სანდრო თავზე დამეცა.. :-) ნამდვილი კოშმარი იყო. მას მერე ეშინია სანდროს ავტობუსების.

ბიჭების დღე 10ზე იწყება. ვინც პირველი მოდის ჩაიდანს ადუღებს და სხვეს ელოდება. შემდეგ ყველა ერთად ჩაის და ყავას გეახლებათ. სანდროს საყვარელი საქმე მძივების კეთებაა. თაზო ჩხობაძე ცენტრში ყველაზე ყურადღებიანი და მზრუნველია. მას ძალიან მოსწონს, როცა ვინმეს ყავას ან ჩაის უმზადებს. კარგად გამოსდის ასევე ჭურჭლის რეცხვაც.

გიორგი კირთაძე და გიორგი გაბაშვილი ერთად ცხოვრობენ. მათ ორგანიზაცია “პირველმა ნაბიჯმა” ბინა აჩუქა, სადაც ისინი დედობილთან ერთად ცხოვრობენ. ბიჭები არასდროს ჩხუბობენ და ყოველთვის სიხარულით აკეთებენ საყვარელ საქმეს. მაიკო: ყოველი დღის ბოლოს ბიჭები თავიანთი ხელით დღიურში ჩანაწერებს აკეთებენ. დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს დაწვრილებით აღნუსხავენ.

მაიკო ყოველდღე ბიჭებთან ერთად მაღაზიაში დადის. სადილისთვის პროდუქტს ყიდულობენ. მაიკო ამბობს რომ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ძალიან ცოტა ბენეფიციარი ყავთ. ამის მიზეზი კი ტრანსპორტის უქონლობაა. მაიკო: ბევრი ბავშვი იყო ჩვენთან მოსული, თუმცა მალევე მიგვატოვეს, რადგან ტრანსპორტით ვერ ვემსახურებოდით. ძალიან ძნელია ამ ადამიანებისტვის დამოუკიდებლად ქუჩაში მოძრაობა. გარდა ამისა ხანდახან სასეირნოდ გვიწევსხოლმე გასვლა.

თაზო: ერთხელ მზიურში ვიყავით.... კიდევ პირველი კორპუსის ბაღში ჩავდივართ ხოლმე... მაიკო: ეს ყველაფერი სირათულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ბიჭებს სიარული უჭირთ. 26 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის დღე იყო. მაიკო და სანდრო ამ დღეს ბუკიას ბაღში აქციას შეუერთდნენ. შეხვდნენ სხვა უნარშეზღუდულ ადამიანებს და დაარიგეს ბუკლეტები. სანრდო ძალიან ნასიამოვნები იყო ამ დღით და სიხარულით მიყვებოდა თუ რა გადახდა ბაღში ყოფნისას.

ბიჭების სამუშაო დღე 4-ზე მთავრდება. ისინი ერთმანეთს ხვალემდე ემშვიდობებიან და სახლისკენ მიიჩქარიან.

page 2 of 2 -