” Stop waiting Georgia”
ნათია გულიაშვილის რეპორტაჟი
12-დან 19 ივნისამდე თბილისის ისტორიის მუზეუმმა “ქარვასლამ” მორიგ გამოფენას უმასპინძლა.
” შტოპ წაიტინგ Gეორგია” – ასეთია გამოფენის სახელწოდება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების კლუბის პროექტის ”იძინე მშვიდად, შენ საქართველოს მოქალაქე ხარ” ნაწილია. პროექტი აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიწერა და გამოფენის თემატიკაც მთლიანად ამ კონკრეტულ მოვლენას მიეძღვნა. ორგანიზატორებისა და მხატვრების მიზანი ვიზუალური ხელოვნების შესაძლებლობებისა და სპეციფიკის მაქსიმალური გამოყენებით ადამიანების სტრესული მდგომარეობის და ნიჰილიზმის დაძლევაა, რაც თითქმის ერთი წლის შემდეგ ჯერ კიდევ შესამჩნევია ჩვენს საზოგადოებაში.
უნდა ითქვას, რომ ” შტოპ წაიტინგ Gეორგია” აგვისტოს ომის შემდეგ, ამ თემაზე მიძღვნილი პირველი გამოფენა არაა. თუმცა, საინტერესო იყო თითქოს მივიწყებული თემების, კიდევ ერთხელ, ახალი აქცენტებით წამოწევა.
ნამნუშევრები მონაწილე 9 მხატვარმა სხვადასხვა ჯანრში წარმოადგინა - ფოტოგრაფია, ვიდეო, სკულპტურა ვიდეოთი, ილუსტრაცია ტექსტილზე, შერეული ტექნიკა ტილოზე, ქაღალდსა და მაუდზე.
გამოფენის ძირითად მოტივს რამდენიმე ნამუშევარი უშუალოდ გამოხატავდა. ერთერთი მათგანი მხატვარ სოფიო ჩერქეზიშვილის ფოტოა, სახელწოდებით “შეწყვიტე ლოდინი”. ფოტოზე გამოსახული პატარძალი ზღვის ნაპირას ზის და სივრცეს გაჰყურებს. მინაწერი ტექსტი კი ასეთია – “ჰორიზონტი ჰგავს ჩვენ ცხოვრებას, ის მუდმივ მოლოდინშია. აღარ არის დრო, რომ იყო მარტო პატარძალი.”
“მე მგონია, რომ ჩვენც ასე ვსხედვართ და სულ რაღაცის მოლოდინში ვართ: ან დაგვბომბავენ, ან გადავრჩებით ან კარგი ცხოვრება გვექნება, ან - ცუდი, ეს გაუთავებელი მოლოდინის პროცესია. “ – ამბობს ფოტოს ავტორი.
დამთვალიერებელთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მხატვარ მაკა ბატიაშვილის სკულპტურა “ბომბის ჩიტი”. ორიგინალურობას ამ ნამუშევარს ერთი მხრივ ის მატებდა, რომ იგი აგვისტოს ომში გორში ჩამოვარდნილი რუსული ბომბისგან დაამზადა ავტორმა.
“ ფერმწერი ვარ, მაგრამ არ მინდოდა ეს რაღაც ტილოზე ყოფილიყო. მინდოდა, უშუალოდ მატერიალურად მქონოდა ამ საშინელებასთან შეხება. გამიმართლა, რომ ეს ბომბი ჩამომიტანეს გორიდან . დიდხანს მედო, ვუყურებდი და ბოლოს დავინახე, რომ აქედან ჩიტი გამოვიდოდა. “ ამბობს მაკა ბატიაშვილი
რატომ ჩიტი? იმიტომ, რომ მხატვრის აზრით ეს იყო გადაწყვეტა, მეტამორფოზა, ბოროტის გადაქცევა სიკეთედ და თავისუფლებად . 
საგამოფენო სივრცის თითქმის ერთი კედელი მხატვარ ნინო ბინიაშვილის ნამუშევარს ეკავა. “მეფემან ბრძანა” – დიდ, თეთრ ქსოვილზე შექმნილი სიუჟეტი აღწერს ომის ნიუანსებს, რომლებიც შუა საუკუნეებიდან დღემდე არ შეცვლილა. ეს არის სარკასტული პორტრეტი ძლიერმოქმედი აგრესიის, დაპყრობის და ცრუ "ბედნიერი" დასასრულისა.
გამოფენის ერთგვარ მცდელობას ბედნიერი დასასრულისთვის კი ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევარი “ცეკვა” ასრულებს, როგორც დამთვალიერებლისთვის მძიმე შთაბეჭდილებისგან გათავისუფლების და ოპტიმიზმის საშულება.

Journalist Irakli Berulava: ‘Georgia has lost opportunity that rose revolution created’
Georgia: stepping on 'dictators'
Wine production in Georgia: ‘passport to civilised world’
Welcome to the Hotel Abkhazia
War: Russia shows who is boss after bombs on Georgia
Vito Kolelishvili: rugby player on 'unpaid managers and sportsmen' in Georgia
Comments
toujours oui je suis daccord :)
tout passe tout lasse sauf... :)
essayez encore une fois
ya pas que ca dans la vie quand meme!!!
on ne sait pas ce que nous cache lavenir
c une facons de voir les choses masi ce n est ps la seule!!!
Britons start arriving home from Tunisia with the Foreign Office advising against all but essential travel to the troubled north African country. http://feeds.joe.to/items/H_2008_No...